ჭადრაკი

13:54 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაკამურა გალიდერდა, ქართველებს ერთნაირი მონაგარი აქვთ

გიბრალტარში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირს 5 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ამერიკელმა ჰიკარუ ნაკამურამ (2776) მიჯრით მე-5 გამარჯვება შავი ფიგურებით ინდოელ ადჰიბანთან (2630) იზეიმა და პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

ტურნირზე მოთამაშე ქართული სამეულის წარმომადგენლებს ერთნაირი შედეგი აქვთ: ლელა ჯავახიშვილს (2486), ბელა ხოტენაშვილს (2526) და სალომე მელიას 3.0-3.0 ქულა მოუგროვდათ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, 68-ე, 77-ე და 88-ე ადგილებზე იმყოფებიან.

გასულ ტურში ჯავახიშვილი შავი ფიგურებით შვეიცარიელ ალექსანდრე ვუილეუმიეს (2336) დაუზავდა, ხოტენაშვილმა ყაიმი თეთრებით იტალიელ მარკო კოდენოტისთან (2374) გააფორმა, ხოლო მელია ასევე თეთრებით დანიელ ნაროდიცკისთან (აშშ, 2622) დამარცხდა.

მე-6 ტურის პარტიები 1 თებერვალს ჩატარდება. ხოტენაშვილი და მელია შავი ფიგურებით, შესაბამისად, იოჰან-სებასტიან კრისტიანსენთან (ნორვეგია, 2354) და ჯონ უოტსონთან (აშშ, 2319) ითამაშებენ, ჯავახიშვილი თეთრებით მიგელ სანტოს რუისს (ესპანეთი, 2130) გაეჯიბრება, ცენტრალური კი ნაკამურას და პირველ ნომრად განთესილი ვესელინ ტოპალოვის (ბულგარეთი, 2800) დაპირისპირება იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119242