თამაშგარე

10:59 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარაი და გარო

არგენტინელი ფეხბურთელის, ესიკილ გარაის მეუღლე, ესპანელი მოდელი, ტამარა გარო მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სათამაშოდ სანკტ-პეტერბურგში გადაბარგდა, თითქმის ყოველდღე ხვდება რუსული ბულვარული ჟურნალების გარეკანზე და ეს პირველ ყოვლისა ამ ქალბატონის სკანდალური იმიჯითაა განპირობებული.

ტამარა ერთ-ერთი მათთაგანია, რომელთაც თამამი ფოტოგადაღებები სიამოვნებას ანიჭებთ და ტამარა გარასათვის ფოტოკამერის წინ პოზიორობა ისეთივე სიამეა, როგორც მისი ქმრისათვის საკუთარი გუნდის კარის მშრალად შენახვა. არგენტინის ნაკრებში ესიკილს ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, “ზენიტში“ კი რა მოგახსენოთ...

ტამარა გარამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია ორჯერ აქვს გაკეთებული და სხვა ცნობილ მოდელებსაც მოუწოდებს, რომ მსგავსი აღიარებები მათაც გააკეთონ. გარაის ცოლი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ნატურალური სილამაზე ძალზედ იშვიათია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119522