თამაშგარე

10:52 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი სელესტე მუგიერისა

ჰოი, დიადნო მთანო და ოკეანეო არგენტინისა, რომელნიც დღენიადაგ შობთ სილამაზესა მრავალსა და ატკბობთ გულსა და სულსა კაცთა მოდგმისა. ჰოი შამქნელო ქვეყანავ, მოდელისა არგენტინელისა, რომლისა სახელი არს სელესტე მუგიერა და თვალნი და მკერდნი მისნი მომცველია ყოვლისა სინატიფისა.

დიაცი იგი სელესტე მუგიერა არს ქომაგი ქუეყნისა მის არგენტინისა ნაკრებისა საფეხბურთოისი და გული მისი ეკუთვნის სამშობლოსა ერთადერთსა ვერცხლით გარემოცულსა. ხოლო ფოტონი ესე, რომელნიც ასხივებენ სილამაზეს მისსა, ეკუთვნის ყოველსა მათ, რომელთაც გულბოყვდამწველი სიყვარულითა უძგერთ გული.

გარნა აქამდის არ ყოფილან ლამაზი ასულნი მიწაზე ქუეყნისა ვერცხლისაისა? გარნა აქამდის არ უჩხაკუნებიათ აპარატი ესე ფოტოისა, მათსა დუნდულსა ზედა? გარნა სხვაცა ლამაზნი ცოტანი არიან, ლათინურის ამერიკასა ზედა, მაგრამ ქალი ესე სელესტე მუგიერა მაშიც გამორჩეულ არს და ჭეშმარიტად სხვაგვარი ციალი აქვს მკერდსა მისსა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149672