სხვა

22:44 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ფინალის მოლოდინშია

ყატარში, ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის გერმანიამ დაამარცხა სლოვენია, 30-27, ხოლო მეხუთე ადგილისთვის დანიამ მოუგო ხორვატიას: 28-24. ხვალ ორი გადამწყვეტი თამაშია - მესამე ადგილისთვის პოლონეთი და ესპანეთი იბრძოლებენ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონობისთვის - ყატარი და საფრანგეთი.

გერმანიამ სლოვენიის დამარცხებით მოიპოვა 2016 ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზური, რომელსაც 2-7 ადგილზე გასული გუნდები იღებენ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონს პირდაპირ ოლიმპიადის ლიცენზია ერგება. სხვა გუნდებს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან ექნებათ.

ნახევარფინალების საეჭვო თუ არაკვალიფიციურ მსაჯობას მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. პრესკონფერენციაზე პოლონელთა მწვრთნელს არბიტრებზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ იურკევიჩმა და მასლოვსკიმ დაიჩივლეს, რომ დაიჩაგრნენ. დაისაჯა პოლონელთა ერთერთი მწვრთნელი რაფალ მარკოვსკი - მან ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და პოლონეთის ფედერაცია ჯარიმასაც გადაიხდის იმის გამო, რომ თამაშის დროს სამდივნოსთან მიიჭრა და აგრესიულად მიმართა მსაჯებსა და ოფიციალურ პირებს.

ზუსტად ასე იქცეოდა მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთის განმავლობაში ესპანეთის მთელი გუნდი - მოთამაშეებიან-მწვრთნელებიანა, მაგრამ არც არავინ დასჯილა და პრესკონფერენციაზე ესპანელებს ერთი საყვედურიც არ დასცდენიათ მსაჯობის გამო - ფრანგებს დამსახურებულ გამარჯვებას ულოცავდნენ.

ფინალის მსაჯების ვინაობა ჯერ არ გამოცხადებულა . ფრანგებმა გამოაცხადეს ერთი მოთამაშის ცვლილება: დაშავებულ ინსაიდ მათიო გრების ფინალში შეცვლის სამუელ ონრუბია.

საფრანგეთი მსოფლიოს ოთხგზის (1995, 2001, 2009, 2011) და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2008, 2012) და, რათქმაუნდა, აბსოლუტური ფავორიტია ფინალში ყატარის წინააღმდეგ.

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

31 იანვარი, ლუსაილ არენა (15 300)

7/8 ადგილები

გერმანია 30 - გენსჰაიმერი 17/13 (4 პენ), ვინჩეკი 5/4 - ჰაინეფეტერი 12/33-36%

სლოვენია 27 - ნატეკი 10/9, სკუბე 4/3, მ. ცვიცაი 4/3, გაიჩი 5/3

ვიდეო: http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1awswarpe1t711vissgqvb5d5g/title/germany-30---27--slovenia

5/6 ადგილები

ხორვატია 24 - დუვნიაკი, სტეპანჩიჩი, სლიშკოვიჩი 4

დანია 28 - ჰანსენი 13/9, ქრისტიანსენი 9/6, ლინდბერგი 5/5, მორტენსენი 5/4

ვიდეო: http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/3tvu9mseac4b1oo7sz7d5tipe/title/croatia-24---28-denemark

--

კლასიფიკაცია. 5-24 ადგილები. 5. დანია 6. ხორვატია 7. გერმანია 8. სლოვენია 9. მაკედონია 10. შვედეთი 11. ისლანდია 12. არგენტინა 13. ავსტრია 14. ეგვიპტე 15. ტუნისი 16. ბრაზილია 17. ჩეხეთი 18. ბელარუსი 19. რუსეთი 20. ბოსნია 21. ირანი 22. საუდეთი 23. ჩილე 24 ალჟირი

--

ფინალი, 1 თებერვალი. პირდაპირი სტრიმი: http://www.qatar2015live.com/watch-live

17:30 3/4 ადგილები. პოლონეთი-ესპანეთი

პოლ: 1. სლავომირ შმალი 16. პიოტრ ვიშომირსკი - 6. პრჟემისლავ კრაევსკი 7. რობერტ ორჟეხოვსკი 8. კაროლ ბელეცკი 9. ანჯეი როევსკი 11. ადამ ვიშნევსკი 13. ბარტოშ იურეცკი 15. მიხალ იურეცკი 18. პიოტრ გრაბარჩიკი 20. მარიუშ იურკევიჩი 21. პიოტრ მასლოვსკი 23. კამილ სიპრჟაკი 26. მიხალ დაშეკი 45. მიხალ შიბა 49. მიხალ ხრაპკოვსკი (3. კრჟიშტოფ ლიევსკი) - მწვ. მიხაელ ბიგლერი, გერ

ესპ: 12. ხოსე მანუელ სიერა 33. გონსალო პერეს დე ვარგასი - 4. ალბერტ როკასი 5. ხორხე მაკედა 8. ვიქტორ ტომასი 9. რაულ ენტრერიოსი 13. იულენ აგინაგალდე 15. კრისტიან უგალდე 19. ხუან ანდრეუ 20. ხოსე მარია როდრიგესი 21. ხოან კანელასი 24. ვირან მოროს დე არხილა 26. ანტონიო ხესუს გარსია 28. ვალერო რივერა 30. გედეონ გვარდიოლა 40. ალექს დუიშებაევი - მწვ. მანუელ კადენასი

--

20:15 1/2 ადგილები. ყატარი-საფრანგეთი

ყატ: 12. დანიელ სარიჩი 16. გორან სტოიანოვიჩი - 1. ჟარკო მარკოვიჩი 4. ჰასან მაბრუკი 7. ბერტრან რუანი 9. რაფაელ კაპოტე 10. აბდულა ალ ქარბი 13. ელდარ მემიშევიჩი 19. ბორხა ვიდალი 20. იოვო დამიანოვიჩი 25. კამალალდინ მალლაში 41. იუსეფ ბენალი 66. ჰამად მადადი 77. ჰადი ჰამდუნი 86. მაჰმუდ ჰასაბ ალლა 94. ამინ ზაქარი - (11. აბდულრაზაკ მურადი) - მწვ. ვალერო რივერა ესპ

საფ: 1. სირილ დიუმულენი 16. ტიერი ომაიერი - 2. ჟერომ ფერნანდესი 4. სავიე ბარაშეტი 7. იგორ ანიჩი 8. დანიელ ნარსისი 9. გიიომ ჟოლი 10. ალიქს ნიოკა 11. სამუელ ონრუბია 13. ნიკოლა კარაბატიჩი 14. კენტენ მაე 18. ვილიამ აკამბრეი 20. სედრიკ სორენდო 21. მიქაელ გიგუ 23. ლუკა კარაბატიჩი 28. ვალენტენ პორტი - (15. მათიო გრები) - მწვ. კლოდ ონესტა

--

ინდივიდუალური სტატისტიკა 1 თებერვლისთვის

გოლები: (9 თამაშიდან) დრაგან გაიჩი, სლნ 71 (27 პენ) – (8) ჟარკო მარკოვიჩი, ყატ 60 (12) – (9) უვე გენსჰაიმერი, გერ 54 (23) - (7) როდრიგო სალინასი ჩილ 52 (15) - (6) კირილ ლაზაროვი, მკდ 45 (23) – (7) სიარჰეი რუტენკა, ბლრ 43 (14) - (8) რაფაელ კაპოტე, ყატ 42 (-) – (8) ვალერო რივერა, ესპ 42 (14) – (6) რობერტ ვებერი, ავს 42 (14) - (9) ივან ჩუპიჩი, ხორ 41 (17) – (9) მიქელ ჰანსენი, დან 39 (-) – (6) ფედერიკო პისარო, არგ - 37 (9)

--

პასები: (9) ჰანსენი 49 – (9) მადს ქრისტიანსენი, დან 29 - (8) რაულ ენტრერიოსი, ესპ 29 - (6) ლაზაროვი 28 – (7) ს. რუტენკა 28 – (9) შტეფენ ვაინჰოლდი, გერ 28 - (9) დომაგოი დუვნიაკი, ხორ 27 – (7) სალინასი 26 – (7) მესაუდ ბერკუსი, ალჟ 24 – (9) უროშ ზორმანი, სლნ 24 – (9) სებასტიან სკუბე, სლნ 24 - (9) იურე დოლენეცი , სლნ 23 - (7) ტომაშ ბაბაკი, ჩეხ 22 – (8) მიხალ იურეცკი, პოლ 22 – (8) მარკოვიჩი 22

--

გოლი+პასი: (9) ჰანსენი 88 - (8) მარკოვიჩი 82 - (7) სალინასი 78 – (9) გაიჩი 75 - (6) ლაზაროვი 73 – (7) ს. რუტენკა 71 – (9) გენსჰაიმერი 63 - (9) ქრისტიანსენი 62 – (9) დუვნიაკი 59 – (9) ვაინჰოლდი 57 - (9) დოლენეცი 55 –(8) მ. იურეცკი 55 – (8) კაპოტე 52 - (6) ფილიპ იხა, ჩეხ 52 – (9) სკუბე 52 - (8) ხოან კანელასი, ესპ 51 - (6) რობერტ ვებერი, ავს 51 – (7) მესაუდ ბერკუსი, ალჟ 51 – (8) მიქაელ გიგუ, საფ 50 – (9) პატრიკ გრიოცკი, გერ 50

--

დაცვა (ჩაჭრა+ბლოკშოტი):(8) ვირან მოროსი, ესპ 6+13 - (8) ნიკოლა კარაბატიჩი, საფ 7+12 - (6) ტობიას კარლსონი, შვდ 5+12 - (9) მილადინ კოზლინა, სლნ 4+13 – (9) იაკოვ გოიუნი, ხორ 5+12 - (6) იბრაჰიმ ელ მასრი, ეგვ 6+10 - (8) გედეონ გვარდიოლა, ესპ 2+13 - (6) ტიაგუს სანტოსი, ბრა 12+3 - (8) ჰასან მაბრუკი, ყატ 13+2 – (8) მიხალ იურეცკი, პოლ 4+11 - (7) იაკუბ შიმანსკი, ჩეხ 3+11 - (7) სეიად მუსავი, ირა 3+11 - (9) პატრიკ ვინჩეკი, გერ 4+9

--

მეკარეები: (9) კარსტენ ლიხტლაინი, გერ - 57/152-38% - (8) ტიერი ომაიერი, საფ 96/252-38% - (8) გონსალო პერესი, ესპ 82/215-38% - (9) ფილიპ ივიჩი, ხორ - 44/119-37% - (6) მატიას ანდერსონი, შვდ 53/147-36% - (8) დანიელ სარიჩი, ყატ 61/169-36% - (7) პეტრ შტოხლი, ჩეხ 75/210-36% - (9) იანიკ გრენი, დან 47/135-35% - (9) სილვიო ჰაინეფეტერი, გერ 67/93-35% - (6) ნიკოლა მარინოვიჩი, ავს 52/150-35%

0.15103