ჭადრაკი

3:00 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული დღე გიბრალტარში

გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირის მე-4 დღე წარმატებული გამოდგა ქართველთათვის: სალომე მელიამ (2473) და ლელა ჯავახიშვილმა (2486) პარტიები მოიგეს, ბელა ხოტენაშვილმა (2526) კი ფრედ ითამაშა.

მელიამ შავი ფიგურებით ფრანგი ჟილ სუეც-პანამა (2030) დაამარცხა, ჯავახიშვილმა თეთრებით ინგლისელ დევიდ სპენსს (2231) სძლია, ხოლო ხოტენაშვილი შავებით ინდოელ სვამინატან სოუმიას (2346) დაუზავდა.

შედეგად, ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი – 3.0 ქულა მელიას აქვს, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით 58-ე ადგილზეა. ჯავახიშვილს და ხოტენაშვილს 2.5-2.5 ქულა მოუგროვდათ და შესაბამისად, 64-ე და 70-ე პოზიციები უკავიათ.

პრესტიჟულ ტურნირს ქულათა მაქსიმუმით 4 მონაწილე ლიდერობს: ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2776), იი ვეი (ჩინეთი, 2675), ადჰიბანი (ინდოეთი, 2630) და იგარზა ვასკესი (ესპანეთი, 2592).

მე-5 ტურის პარტიები დღეს შედგება. მელია თეთრი ფიგურებით დანიელ ნაროდიცკის (აშშ, 2622) ეთამაშება, ხოტენაშვილი ასევე თეთრებით – მარკო კოდენოტის (იტალია, 2374), ხოლო ჯავახიშვილი შავებით – ალექსანდრე ვილეუმიეს (შვეიცარია, 2336).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100271