საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე “საბურთალომ”, თავის საშინაო არენა “ბენდელაზე”, უმაღლესი ლიგის ბოლნისის “სიონთან” ისპარინგა და 7:0 გაიმარჯვა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი მოთამაშეები დააყენა:
კუპატაძე, ბლიაძე, მამუჩაშვილი, თევზაძე, ბარამიძე, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, გოშთელიანი, ჯიქია, სოფრომაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: წივილაშვილი, ხორხელი, შიხაშვილი, კაკიაშვილი, ბეროშვილი, ნიკოლაშვილი.
სიონის თავკაცმა ლადო ბურდულმა ასეთი არჩევანი გააკეთა:
პირველი ტაიმი: მერლანი, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, ბერიძე, საჯაია, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე, ჯინჭარაძე, გურეშიძე, ჯაფარიძე.
მეორე ტაიმი: ბათიაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ინწკირველი, ბერიძე, სვანიძე, ლუისი, გიორბელიძე, ჯაფარიძე, საჯაია, გოგობერიშვილი, მიქაბერიძე.
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (7), 2:0 ჯიქია (17), 3:0 გოშთელიანი (20), 4:0 სოფრომაძე (43), 5:0 გოშთელიანი (45), 6:0 ბეროშვილი (49), 7:0 ნიკოლაშვილი (82).






