ისტორია

10:07 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

30 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975 – დაიბადა ჟუნინიო პერნამბუკანო. ბრაზილიის ნაკრების, “სპორტ რესიფეს”, “ვასკო და გამასა” და “ლიონის” ნახევარმცველი. 2005 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ბრაზილიის ნაკრების 44 მატჩში გაიტანა 7 გოლი. “ვასკო და გამასთან” ერთად მოპოვებული აქვს ლიბერტადორესის თასი, ბრაზილიისა და რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონობა. “ლიონის” შემადგენლობაში ზედიზედ შვიდჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი (2002-08). “ლიონის” შემადგენლობაში ჩაატარა 265 მატჩი, გაიტანა 94 გოლი. იცავდა ყატარის “ალ გარაფას” ღირსებასაც.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1920 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”კვებეკ ნორდიკსის” ფორვარდმა ჯო მელოუნმა რეგულარული პირველობის ერთი მატჩში შვიდი შაიბა გაიტანა.

1921 – ინგლისში ქალთა ფეხბურთი აკრძალეს.

1948 – შვეიცარიის საკურორტო ქალაქ სანკტ-მორიცში ზამთრის მეხუთე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1966 – ჰოლანდიელმა მოციგურავე არდ სხენკმა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:05.2).

1971 – აშშ-ის სტუდენტური ლიგის კლუბმა UCLA-მ ზედიზედ 88 მოგებისაგან შემდგარი მატჩების სერიის პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1973 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 26-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 5:4 მოუგო. შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა.

1978 – ედი იოსი და ლარი მაკპეილი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” აირჩიეს.

1980 – თბილისის ”დინამომ” არგენტინული ტურნეს პირველ მატჩში ბუენოს აირესში, ”ბოკა ხუნიორსთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. მან მატჩის მეშვიდე წუთზე დააწინაურა ქართველები, პირველი ტაიმის მიწურულს კი არგენტინელთა ფორვარდმა მასტრანხელომ წონასწორობა აღადგინა. ”დინამო”: გაბელია, კოსტავა (თავაძე), სულაქველიძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, კაკილაშვილი (მინაშვილი), მ. მაჩაიძე, ქორიძე, კოპალეიშვილი, გუცაევი, შენგელია.

1983 – ჰოლანდიელმა მოციგურავე ჰიბერტ ვან ტამბმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა (აბსოლუტური).

1993 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მონიკა სელეშმა შტეფი გრაფი 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 67-ე ჩემპიონი გახდა.

1994 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” ტაჯიკეთის დუშანბეს ”სიტორას” 6:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები გელა ინალიშვილმა (4), ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ჩხეიძე, ბერაძე, ჩიქოვანი (ხუჯაძე), ლობჟანიძე, ტყებუჩავა, რევიშვილი (ქველაძე), ინალიშვილი, ნემსაძე (კიკნაძე), სოლოღაშვილი, ყაველაშვილი (ცქიტიშვილი), ანჩაბაძე (იაშვილი).

1994 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში შტეფი გრაფმა არანტა სანჩეს ვიკარიო 6:0, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 68-ე ჩემპიონი გახდა.

1994 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში პიტ სამპრასმა ტოდ მარტინი 7:6, 6:4, 6:4.

1994 – დანიელმა მოციგურავე დან იანსენმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (35.76).

1995 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” მოლდოვას კიშინიოვის ”ზიმბრუს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა. ”დინამო”: ზოიძე, ბერაძე, კიკნაძე, დიდავა, კალაძე, ანჩაბაძე, მაჭავარიანი, ჯამარაული, იაშვილი, ქინქლაძე, ყაველაშვილი.

1996 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში თბილისის ”დინამომ” ბელარუსის მინსკის ”დინამოსთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი ლევან ცქიტიშვილმა გაიტანა. ”დინამო”: ზოიძე, კალაძე (ხომერიკი), ლობჟანიძე, დიდავა, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, იაშვილი (მუჯირი), კერძევაძე (ჯამარაული), კობიაშვილი, ანჩაბაძე (ცქიტიშვილი).

2005 – თბილისში ძიუდოს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. პირველად ისტორიაში შეჯიბრება მსოფლიო თასის ეტაპიც იყო. ქართველებმა ხუთ წონით კატეგორიაში იმარჯვეს: ნესტორ ხერგიანი (60 კგ), ზაზა კედელაშვილი (66 კგ), გრიგოლ მამრიკიშვილი (81 კგ), ზურაბ ზვიადაური (90 კგ) და ალექსი დავითაშვილი (100 +).

2005 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში მარატ საფინმა ლეიტონ ჰიუიტს 1:6, 6:3, 6:4, 6:4 მოუგო.

2007 – Gulf Cup of Nations-ის ფინალში არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებმა ომანს 1:0 სძლია.

2008 – აფრიკის ეროვნებათა თასზე გატანილი გოლით კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო 15 ბურთით ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2008 – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა დავით მუჯირმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის “ლოკომოტივთან”.

2009 – ლევან ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმაგერმანულ “ვეენთან”.

2009 – მოჭადრაკე ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონობა თორნიკე სანიკიძემ მოიპოვა.

2012 - თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი ალექს გარსია გაანთავისუფლა და მის ნაცვლად გიორგი დევდარიანი დანიშნა.

2012 - "ზესტაფონის" ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი გერმანულ "ბოხუმში" გადავიდა.

2012 - საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე გახდა.

2012 - კალათბურთში საქართველოს თასი თბილისის "არმიამ" მოიგო. კოტე ტუღუშის გუნდმა ფინალში "ქუთაისი" 86:80 დაამარცხა.

2014 - ესპანეთის თასის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი "რასინგსა" და "სოსიედადს" შორის პირველ წუთზე შეწყდა, რადგან მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა დემონსტრაციულად განაცხადეს უარი, ეთამაშათ. "რასინგის" პროტესტის მიზეზი ხელფასების გაუცემლობა გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1898 – ალფრედ შლუპი. შვეიცარიელი ბობსლეისტი. 1924 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (ოთხადგილიანი ბობი).

1912 – იადვიგა ვაისოვნა-მარცინკევიჩი. პოლონელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1932 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1930 – იან კრუმინში. საბჭოთა (ლატვიელი) კალათბურთელი (218 სმ). ევროპის სამგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1963). ოლიმპიური თამაშების სამგზის ვერცხლის მედლის მფლობელი (1956, 1960, 1964).

1937 – ბორის სპასკი. ჭადრაკში მსოფლიოს მეათე ჩემპიონი. ტიტულს ფლობდა 1969-72 წლებში. 1972 წელს მსოფლიოს პირველობისათვის ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ბობი ფიშერთან ჩატარებული მატჩი 2.5:6.5 წააგო. მოგვიანებით სპასკიმ საბჭოთა კავშირი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მან საფრანგეთის სახელით დაიწყო გამოსვლა.

1939 – კან ბარტუ. სტამბოლოს “ფენერბახჩეს” ფორვარდი (330 მატჩი, 162 გოლი). სამჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი. გამოდიოდა იტალიურ კლუბებში “ფიორენტინა”, “ვენეცია”, “ლაციო”. სპორტული კარიერა კალათბურთით დაიწყო და თურქეთის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

1949 – ვიქტორ კრატასიუკი. ფოთელი ნიჩბოსანი. ნიკოლოზ გორბაჩოვთან წყვილში ორადგილიანი ბაიდარათი მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1971, 1972). მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა 2003 წელს.

1967 – სერგეი ჩეპიკოვი. რუსი ბიატლონისტი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1990 და 1991 წლებში მოგებული აქვს მსოფლიოს თასი.

1973 – ჯალენ როუზი. “დენვერ ნაგითსის”, “ინდიანა პეისერზის”, “ჩიკაგო ბულზის”, ”ტორონტო რეპტორზის”, “ნიუ იორკ ნიკზისა” და “ფინიკს სანზის” მსროლელი-ფორვარდი (203 სმ). კარიერის განმავლობაში დაგროვილი აქვს 13 220 ქულა, 3 193 მოხსნა და 3 527 შედეგიანი გადაცემა.

1974 – ნატალია ბურდეინნაია. უკრაინელი მშვილდოსანი. 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1975 – ჯაკომო გალანდა. იტალიის საკალათბურთო ნაკრებისა და ”მონტეპასკის” მეფარე (210 სმ). 2004 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

1975 – ჟუნინიო პერნამბუკანო. ბრაზილიის ნაკრების, “სპორტ რესიფეს”, “ვასკო და გამასა” და “ლიონის” ნახევარმცველი. 2005 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ბრაზილიის ნაკრების 44 მატჩში გაიტანა 7 გოლი. “ვასკო და გამასთან” ერთად მოპოვებული აქვს ლიბერტადორესის თასი, ბრაზილიისა და რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონობა. “ლიონის” შემადგენლობაში ზედიზედ შვიდჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი (2002-08). “ლიონის” შემადგენლობაში ჩაატარა 265 მატჩი, გაიტანა 94 გოლი. იცავდა ყატარის “ალ გარაფას” ღირსებასაც.

1980 – ზურაბ მენთეშაშვილი. საქართველოს ნაკრების, რუსთავის ”გორდას”, ვლადიკავკაზის ”ალანიასა”, რიგის ”სკონტოს”, იაროსლავლის “შინიკის”, “ვენტსპილსის”, თელ ავივის “ჰაპოელის”, “ზესტაფონის”, “ქუთაისის” ნახევარმცველი. ლატვიის რვაგზის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ისრაელის ჩემპიონობა და თასი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 38 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1981 – დიმიტარ ბერბატოვი. ბულგარეთის ნაკრების, სოფიის ცსკას (1998-2001), ლევერკუზენის “ბაიერის” (2001-06), “ტოტენჰემის” (2006-08), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2008-2012), “ფულჰემის”, “მონაკოს” ფორვარდი. ბულგარეთის ნაკრების 77 მატჩში გაიტანა 48 გოლი. 2008 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2002). ინგლისის ჩემპიონი (2009, 2011). “ტოტენჰემის” რიგებში მოგებული აქვს ინგლისის ლიგის თასი (2008). 1999 წელს მოიგო ბულგარეთის თასი. ბულგარეთში შვიდჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ამ მაჩვენებლით ბერბატოვმა ხრისტო სტოიჩკოვს აჯობა.

1981 – პიტერ კრაუჩი. ინგლისის ნაკრების, “Aსტონ ვილას”, “საუთჰემპტონის”, “ლივერპულის”, “პორტსმუთის”, “სტოკ სიტის” ფორვარდი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრების 42 მატჩში გაიტანა 22 გოლი. “ლივერპულის” რიგებში მოგებული აქვს ინგლისის თასი და სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2007).

0.101745