ფეხბურთი

13:18 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” გომისით დაინტერესდა 

როგორც Daily mail-ი იტყობინება, “ვესტ ჰემს” 29 წლის ფრანგი ფორვარდის ბაფეტიმბი გომისის შეძენა სურს. სემ ელერდაისის გუნდში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშები არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობს, გომისის გადასვლის შემთხვევაში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“სუონსის” მოთამაშე, “ლიონიდან” უელსურ კლუბში გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩევა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გომისმა “ლიბერთი სტედიუმზე” “არსენალთან” გამართულ შეხვედრაში მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი შეაგდო.

საინტერესოა, რომ ბაფეტიმბი გომისს მოპოვებული აქვს, როგორც ლიგა 1-ს, ასევე ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულები, ამასთან საფრანგეთის თასის, ლიგის თასისა და სუპერთასის მფლობელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06705