ისტორია

9:51 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

29 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966 – დაიბადა რომარიო (რომარიო დე სოუზა ფარია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წელს ფიფამ რომარიო პლანეტის 125 უძლიერეს მოთამაშეთა შორის შეიყვანა. პელეს შემდეგ შედეგიანობით მეორე ადგილზეა. 2007 წლის 20 მაისს რომარიომ ოფიციალურ მატჩებში თავისი მეათასე გოლი გაიტანა. რომარიო 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. 1997 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1994 წელს ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. რომარიოს მოპოვებული აქვს ჰოლანდიისა და ბრაზილიის ჩემპიონობა, სამჯერ ჰოლანდიის თასი, ორჯერ ”კოპა ამერიკის” ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირია. 2000 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, ხოლო რიო დე ჟანეიროს პირველობა ოთხჯერ აქვს მოგებული. შვიდჯერ იყო რიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1906 – ჰოლანდიელმა მოციგურავე კოენ დე კონინგმა ერთ საათში ციგურებით რბენის რეკორდი დაამყარა (32, 370 კმ).

1936 - ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” პირველი მოთამაშეები აირჩიეს. ეს პატივი წილად ტაი კობის, ბები რუთის, ჰონუს ვაგნერს, კრისთი მეთიუსონსა და უოლტერ ჯონსონს ხვდათ.

1948 – ბეისბოლის ეროვნული ლიგის კომისარმა ჰეფი ჩენდლერმა კლუბუბი ”იანკიზი”, ”კუბზი” და ”ფილიზი” 500 დოლარით დააჯარიმა, რადგან მათ კონტრაქტები საუვენირსიტეტო ლიგის არაპროფესიონალ მოთამაშეებთან გააფორმეს.

1963 – ჯიმ ტორპი, რედ გრანჯი და ჯორჯ ჰელესი ამერიკული ფეხბურთის ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1964 – ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში ზამთრის მეცხრე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1964 – ამერიკის საუვენირსიტეტო-საკალათბურთო ლიგის მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა აღინიშნა. ლუიზიანაში ჩატარებული შეხვედრა 211:29 დასრულდა.

1967 – ბრენჩ რიკი და ლოიდ ვეინერი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1967 – ჰოლანდიელმა მოციგურავე კიის ვერვერკმა ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა.

1972 – ამერიკულ საკალათბურთო ლიგაში (ABA) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მეხუთე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 142:115 მოუგო. შეხვედრა ლუისვილში გაიმართა.

1974 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 27-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 6:4 მოუგო. შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა.

1980 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში ”კლივლენდ კავალიერზმა” ”ლოს ანჯელეს ლეიკერსს” მეოთხე ოვერტაიმში154:153 მოუგო.

1982 – ამერიკული კალათბურთის ქალთა ლიგაში ლოს ანჯელესის TEC-მა ზედიზედ მოპოვებული 54 მოგების შემდეგ პირველი შეხვედრა წააგო. ლოს ანჯელესელთა ტრიუმფალური სვლა ”ოლდ დომინიონმა” შეწყვიტა.

1984 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 34-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს ოვერტაიმში 154:145 მოუგო. შეხვედრა დენვერში გაიმართა.

1985 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ედმონტონ ოილერზის” ფინელმა ლეგიონერმა იარი კურიმ გოლ პლუს პასის სისტემით 100 ქულის დაგროვება რეგულარული პირველობის 39-ე მატჩში მოახერხა.

1988 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩს ”დეტროიტ პისტონზსა” და ”ბოსტონ სელტიკსს” შორის სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი 61 938 დაესწრო.

1988 – კანადელმა მძლეოსანმა ბენ ჯონსონმა 50 მეტრზე რბენაში თავისივე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა (5.15).

1989 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ივან ლენდლმა მიროსლავ მეჩირი 6:2, 6:2, 6:2 დამარცხა და შეჯიბრების რიგით 77-ე ჩემპიონი გახდა.

1993 – დსთ-ის ჩემპიონთა თასისნახევარფინალში თბილისის ”დინამომ” მოსკოვის ”სპარტაკთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი მურთაზ შელიამ გაიტანა. ”დინამო”: ზოიძე, არზიანი, ჩიქოვანი, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი, რევიშვილი, რეხვიაშვილი, ყაველაშვილი, ქინქლაძე, შ. არველაძე (ა. არველაძე).

1994 – ავსტრიელმა მოთხილამურემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ულრიკა მაიერმა სწრაფდაშვებისას ხერხემალი მოიტეხა.

1995 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ამერიკელმა ანდრე აგასიმ თანამემამულე პიტ სამპრასი დაამარცხა და შეჯიბრების ჩემპიონი გახდა.

1997 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში თბილისის ”დინამომ” პენალტების სერიით (თამაში 0:0 დასრულდა) ლატვიის რიგის ”სკონტოსთან” წააგო. ”დინამო”: ზოიძე, კალაძე, ჯელაძე, მუჯირი (ზამთარაძე), კუდინოვი, კიკნაძე, ცქიტიშვილი, კერძევაძე, დემეტრაძე, ხომერიკი, ყიზილაშვილი (დიდავა).

1998 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში თბილისის ”დინამომ” კიევის ”დინამოსთან” 0:1 წააგო. ”დინამო”: ზოიძე, გუჩუა, გელაძე, დიდავა, ცქიტიშვილი, გოგობერიშვილი, ჯელაძე, კიკნაძე, აშვეთია, პეტრიაშვილი (წიტაიშვილი), არსოშვილი.

2006 – ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეს საჭადრაკო სუპერტურნირზე (15-ე კატეგორია) ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ 8 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

2009 – შვეიცარიის დედაქალქ ბერნში უეფას სხდომა ჩატარდა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს, 2011 წელს ტურნირის გადამწყვეტი მატჩი კი მიუნხენის “ალიანს არენაზე” გაიმართება.

2012 - ჩოგბურთში დიდი სლემების ტურნირების ყველაზე ხანგრძლივი ფინალი ჩატარდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფა ნადალი 5 საათსა და 53 წუთში 5:7, 6:4, 6:2, 6:7, 7:5 დაამარცხა.

2012 - ქართველთა ტრიუმფით დასრულდა თბილისის მსოფლიოს თასი ძიუდოში. ჩვენებმა 7-დან 6 ოქრო მოიპოვეს, ასევე 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ: ბეთქილ შუკვანი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვარლამ ლიპარტელიანი (90), ადამ ოქრუაშვილი (100+).

სპორტს დაუბრუნდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, მან თბილისის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1891 – რონ უილიამსი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1914 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1892 – კლიფორდ გრეი. ამერიკელი ბობსლეისტი. 1928 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ორადგილიანი ბობი).

1906 – ფრანსისკუს ჰინი. ჰოლანდიელი აფროსანი. 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1929 – უილიამ მაკმილანი. ამერიკელი ტყვიის მსროლელი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1936 – ლუკა პეირო. ესპანელი ფორვარდი. წარმატებით გამოდიოდა ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო პირველობებზე. მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, იტალიის ჩემპიონობა (ორჯერ), ესპანეთისა (ორჯერ) და საკონტინენტთაშორისო (ორჯერ) თასები.

1945 – დონა მარი კაპონი იანგი. ამერიკელი გოლფისტი. 1969 და 1970 წლებში მოგებული აქვს აშშ-ის ღია პირველობა.

1948 – დევიდ ჰეი. გლაზგოს “სელტიკის” მცველი. 1967 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი. შოტლანდიის რვაგზის ჩემპიონი და ხუთგზის თასის მფლობელი.

1949 – ევგენი ლოვჩევი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის ”სპარტაკისა” და ”დინამოს” მცველი.

1954 – ალეხანდრო კასინიასი. კუბელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1976 და 1980 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედლები.

1955 – ჯონ ტეიტი. ამერიკელი მოკრივე. მძიმე წონით კატეგორიაში 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1960 – გრეგორი (გრეგ) ლუგანისი. ლეგენდარული ამერიკელი წყალში მხტომელი. 1984 და 1988 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1965 – დომინიკ ჰაშეკი. ”დომინატორის” მეტსახელად წოდებული ჩეხეთის ნაკრების, ”ჩიკაგო ბლექ ჰოუკსის”, ”ბუფალო სეიბრზის”, ”დეტროიტ რედ უინგზისა” და ”ოტავა სენატორზის” გოლკიპერი. 1994, 1995, 1997, 1998, 1999 და 2001 წლებში აღიარეს ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ. 1998 წელს ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ფინალში ჩეხებმა რუსეთის ნაკრებს ჰაშეკის ბრწყინვალე თამაშის შედეგად სძლიეს). ”დეტროიტ რედ უინგზში” გადასვლის შემდეგ კი მოიპოვა ”სტენლის თასი”. დომინიკ ჰაშეკს უეინ გრეცკი მსოფლიოს საუკეთესო ჰოკეისტად მიიჩნევდა.

1965 – პეტერ ლუნდგრენი. შვედი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი.

1966 – რომარიო (რომარიო დე სოუზა ფარია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წელს ფიფამ რომარიო პლანეტის 125 უძლიერეს მოთამაშეთა შორის შეიყვანა. პელეს შემდეგ შედეგიანობით მეორე ადგილზეა. 2007 წლის 20 მაისს რომარიომ ოფიციალურ მატჩებში თავისი მეათასე გოლი გაიტანა. რომარიო 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. 1997 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1994 წელს ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. რომარიოს მოპოვებული აქვს ჰოლანდიისა და ბრაზილიის ჩემპიონობა, სამჯერ ჰოლანდიის თასი, ორჯერ ”კოპა ამერიკის” ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირია. 2000 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, ხოლო რიო დე ჟანეიროს პირველობა ოთხჯერ აქვს მოგებული. შვიდჯერ იყო რიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1967 – შონ ბურკი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ფინიკს კოიოტის” გოლკიპერი.

1969 – კარენ ფონტეინი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1980 – ივან კლასნიჩი. ხორვატიის ნაკრების, “ვერდერისა” და “ნანტის” ფორვარდი. ამჟამად განათხოვრებულია “Bოლტონ უონდერერზში”. ხორვატიის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა 12 გოლი.

1985 – მარკ გასოლი. ესპანეთის ნაკრების, “ბარსელონასა” და “მემფის გრიზლის” მეფარე (216 სმ). 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2011 წლის ევროპის ჩემპიონი. 2007 წლის ევროპის პირველობასა და 2008 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედლები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116008