ფეხბურთი

20:24 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” მოტას დაბრუნება სურს

პსჟ-ს ნახევარმცველი ტიაგო მოტა შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს. Sport Mediaset-ის ცნობით მილანის “ინტერს” 32 წლის ტიაგო მოტას დაბრუნება სურს.

მოტა 2009-2012 წლებში “ინტერში” თამაშობდა, სადაც 55 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2012-წლიდან ტიაგო პარიზელების ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110419