კალათბურთი

20:09 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილი „შსს-აკადემიაში“ გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი კარიერას სუპერლიგის მონაწილე „შსს-აკადემიაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „შსს-აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბერიშვილმა 2014-15 წლების სეზონი სლოვენიურ კლუბ „ზლატოროგში“ დაიწყო, რომელიც პირველი წრის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ დატოვა. 2015 წლის საშობაო და საახალწლო არდადეგების შემდეგ ცოტა ხნით სუპერლიგის მონაწილე „ბათუმში“ ივარჯიშა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ამჟამად „შსს-აკადემიაში“ იმყოფება და მიმდინარე სეზონსაც ამ კლუბში დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11019