კალათბურთი

19:43 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმის“ მთავარ მწვრთნელად დავით უსტიაშვილი დაინიშნა

სუპერლიგის მონაწილე „ბათუმის“ მთავარ მწვრთნელად ვეტერანი კალათბურთელი დავით უსტიაშვილი დაინიშნა, რომელმაც ასევე ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ კობეშავიძე შეცვალა.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ თავად უსტიაშვილმა განუცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაში გუნდს მოედანზე მეორე მწვრთნელი ლაშა ოჩხიკიძე გაიყვანს, რადგან ახალი დანიშნული ვარ და გუნდთან ერთი ვარჯიშიც კი არ ჩამიტარებია“ - გვითხრა უსტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უსტიაშვილი პარალელურად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთერთ ასისტენტად მუშაობს და 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116035