ფეხბურთი

17:22 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი შესაძლოა სპალეტიმ ჩაანაცვლოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ “მილანი” 27 იანვარს რომის “ლაციოს” იტალიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში ვერ დაამარცხებს, “როსონერი” მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის დაითხოვს. გუშინ 24 იანვარს “მილანი” სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში “ლაციოსთან” დამარცხდა.

“როსონერის” შესაძლო თავკაცად რამდენიმე კანდიდატთან ერთად “ზენიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტიც მოიაზრება და თუ “მილანი” რომაელებთან კვლავ წააგებს, შესაძლოა, გუნდი იტალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

55 წლის სპალეტი წლების განმავლობაში “ემპოლის”, “სამპდორიას”, “ვენეციას”, “უდინეზეს”, “რომას” და “ზენიტს” წვრთნიდა. რუსულ კლუბში იტალიელი 2009 წლის მიწურულს მივიდა და პოსტი 2014 წლის მარტში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114707