ჭადრაკი

14:46 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას ყაიმი 4 მარცხის შემდეგ

ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის ბოლო ტურის წინ ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2727) 2.0 ქულით უკანასკნელ ადგილზე რჩება.

მე-12 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ლუკ ვან ველის (2667) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა, არადა, მანამდე ზედიზედ – 4, სულ კი 9 პარტია ჰქონდა წაგებული.

ბაადური დასკვნით ტურში თეთრებით აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვს (2734) ეთამაშება, რომელიც 6 ქულით მე-8 ადგილზეა.

ვეიკ ან ზეეს ტურნირის მოგების საუკეთესო შანსი მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია, 2862) გააჩნია, რომელსაც 8.5 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტ ანიშ გირის (ჰოლანდია, 2784) 0.5 ქულით უსწრებს.

დღეს, კარლსენი ხორვატ ივან სარიჩს (2666) ეთამაშება, გირი კი შავი ფიგურებით ძალებს პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკთან (2744) მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114459