თამაშგარე

11:28 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდია შიფერს გერმანიის ნაკრები ეამაყება

ლეგენდარული გერმანელი მოდელი, კლაუდია შიფერი, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია ჩამოშორდა დიდ სამოდელო საქმეს და ახლა საკუთარი ბიზნესით ირჩენს თავს, არამხოლოდ გერმანიაში, მთელს მსოფლიოში ძველებურად პოპულარულია და მის სიტყასა და აზრებს ბულვარული მედიისთვის წონა ჯერ არ დაუკარგავს.

ამასწინათ, კლაუდიას ერთ-ერთი ავსტრიული ჟურნალის რედაქტორი გაესაუბრა და ვრცელ ინტერვიუში პოპულარულმა ტოპ-მოდელმა სხვა მრავალ პირად ამბებთან ერთად ისიც თქვა, რომ ფეხბურთი დიდად არასოდეს იზიდავდა, თუმცა გერმანიის ნაკრებმა მასში კარდინალური გარდასახვა მოახდინა.

”როგორც გერმანელი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გერმანული გუნდებისკენ ვიყავი და დღესაც ვარ, მაგრამ ადრე ფეხბურთი დიდად არ მიზიდავდა. გასულ ზაფხულში ჩვენი ნაკრების ტრიუმფმა წარმოდგენები შემიცვალა და ამ ბოლო დროს ფეხბურთს ხშირად ვუყურებ. მე ძალიან ვამაყობ გერმანიის ნაკრებით და მადლობელი ვარ ამ ბიჭების, რომლებმაც ყველას აჩვენეს თუ რა შეუძლიათ გერმანელებს” – ამბობს კლაუდია შიფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120579