ჩოგბურთი

14:53 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი სეტისწაუგებელ თამაშს განაგრძობს

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი და ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი გათამაშების მერვედფინალში 31 წლის ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს 7:6, 6:3, 6:4 დამარცხების შემდეგ გავიდა. მეოთხედფინალში გასასვლელად “ნოლე” ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შეხვდება.

ჯოკოვიჩისა და ვერდასკოს (კლასიფიკაციაში 33-ეა) სამესამეწრეო დაპირისირებამ 2 საათსა და 21 წუთს გასტანა. 27 წლის სერბის აქტივში 2 ბრეიკი და 11 ეისია. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ჯოკოვიჩმა მერვედ მოუგო ვერდასკოს, თავად კი მასთან შეხვედრისას 5 მარცხი აქვს განცდილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137668