ჭადრაკი

12:56 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მე-9 მარცხი თერთმეტ ტურში

ჰოლანდიურ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ბაადურ ჯობავას (2727) წარუმატებელ თამაშს ბოლო არ უჩანს.

ქართველმა დიდოსტატმა 11 ტურში 1 გამარჯვება იზეიმა, ერთხელ ფრედ ითამაშა, დანარჩენი 9 (!) პარტია კი წააგო. ბაადურის ასეთი სუსტი თამაში არც გვახსენდება, აღნიშნულის გამო კი, მას დიდი სარეიტინგო ვარდნა ელის.

გასულ ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ტურნირის ერთადერთ ქალ მონაწილე იიფან ჰოუს (2673) გაეჯიბრა და მასთანაც წააგო, დღეს კი, ბოლოსწინა ტურში ისევ შავებით ჰოლანდიელ ლუკ ვან ველის (2667) ეთამაშება.

შეჯიბრის სათავეში მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2862) იმყოფება, რომელსაც 8.0 ქულა გააჩნია და მე-2 ადგილზე მყოფ უესლი სოს (აშშ, 2762) 0.5 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110631