ჭადრაკი

18:58 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრიზიორთა ვინაობა თაი ბრეიკის შემდეგ გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური და მესამე ადგილებისთვის მატჩების სერია. ფინალში მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია იბრძვიან, მესამე ადგილისთვის კი მერაბ გაგუნაშვილი და დავით ჯოჯუა თამაშობენ.

დღეს, კლასიკური პარტიების ბოლო, მეოთხე შეხვედრები ჩატარდა. წინამორბედების მსგავსად, დღევანდელი პარტიებიც ყაიმით დასრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრაში ერთნაირი შედეგი 2:2 დაფიქსირდა. ამრიგად, 74-ე ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორთა ვინაობის გასარკვევად თაი ბრეიკის პარტიების ჩატარება გახდა საჭირო, რომელიც 24 იანვარს 12 საათზე დაიწყება. ხვალვე, 15 საათზე მოხდება ჩემპიონატის დახურვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115789