რაგბი

18:49 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების რაზმი დაასახელა

ბორჯღალოსნების წლევანდელი საერთაშორისო სეზონის გახსნამდე ორი კვირა რჩება. 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2015 წლის გათამაშების პირველ მატჩში სტუმრად გერმანიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ ჰოიზენშტამში ‘სპორტცენტრუმ’ სტადიონზე, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

გერმანიაში ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე ჩვენი გუნდი ტულუზაში, ‘ერნესტ ვალონის’ ბაზაზე შეიკრიბება, სადაც მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. დღეს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ჩენი გუნდი ევროპის ერთა თასის პირველ ორ მატჩში (გერმანიის და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ) წარსდგება. ჰეიგის სელექციაში 27 მორაგბეა, ხოლო ტულუზაში გამგზავრებამდე რაზმს კიდევ ერთი მორაგბე დაემატება.

მიმდინარე ტრავმების გამო გუნდში არ იმყოფებიან: ვიქტორ კოლელიშვილი, დავით ხინჩაგაშვილი (ორივეს მუხლის ტრავმა აქვს), თედორე ზიბზიბაძე, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან) და ვაჟა ხუციშვილი, რომელსაც ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა აწუხებს.

რაზმის დასახელებამდე, მილტონ ჰეიგმა სელექციის შესახებ ისაუბრა:

“შემადგენლობის დასახელება გუნდში არსებული რამდენიმე ტრავმის გათვალისწინებით მოგვიწია, მაგრამ ამით იმ მორაგბეების თამაშის შეფასების შესაძლებლობა მოგვეცემა, ვისი ხილვაც განსხვავებულ პოზიციებზე გვსურს. გარდა ამისა, საქმეში იმათ ვნახავთ, ვისი გამოძახებაც ეროვნულ ნაკრებში ბოლო 6 თვის განმავლობაში გვსურდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. სელექციაში ვიხილავთ მორაგბეებს, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში ნაკრებში არ უთამაშიათ - ვაზტანგ მაისურაძე, რომელსაც ტრავმები დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში აწუხებდა და სულ ახლახან განაახლა თამაში; ვუხმეთ ვასილ კაკოვინს. ვასოს ტრავმების გამო ნაკრებში ერთ წელზე მეტი არ უთამაშია; საბედნიეროდ ტრავმები მოიშუშეს და გუნდში დაბრუნდნენ მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი.”

განსხვავებულ პოზიციებზე

სამწვრთნელო შტაბს განზრახული აქვს ზურაბ ჟვანიას შერკინების კვაჭის, ხოლო თამაზ მჭედლიძის შუამარბის პოზიციაზე ნახვა. ჰეიგმა განაცხადა, რომ : “ალბათ 6 თვეზე მეტია რაც ამის განხორციელებას ვფიქრობდით. უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა ზურა ჟვანია ნაკრბში ჰუკერზე გავსინჯოთ. ფასდაუდებელია, როდესაც გუნდში გყავს მოთამაშე, რომელსაც როგორც ბურჯის, ასევე კვაჭის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

„თამაზ მჭედლიძეს რაც შეეხება, პირველად მისი თამაში ცენტრის პოზიციაზე ვიხილე. ის მასიური და ძლიერი მორაგბეა, რომელიც შეტევებში კარგ შესაძლებლობებს ქმნის. იაპონიის წინაღმდეგ მას, დავით კაჭარავას დაშავების შემდეგ, შუამარბად მოუწია გადასვლა და კარგადაც გაართვა ამას თავი. მიმაჩნია, რომ არის რაღაცეები რისი სწავლაც ამ პოზიციისთვის მას ესაჭიროება, მაგრამ პერსპექტივაში მე მჭედლიძეს შუამარბად მოვიაზრებ.

დასახელებულ რაზმში ორი დებიუტანტია: ‘ბოლნისის ყოჩებისა’ და 7-კაცა ნაკრების მოთამაშე ალეხანდრე ხუციშვილი და ‘არმაზის’ მორაგბე ვასო ლობჟანიძე. ამ უკანასკნელს ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ყველა ასაკობრივ გუნდში უასპარეზია. “ალექსანდრეს წელიწადზე მეტ ხანს ვაკვირდებოდით. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი ნაკრების ადგილობრივ მოთამაშეთა ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა და 7-კაცაშიც შესანიშნავად ირჯებოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ირაკლი მაჩხანელის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ფრთაზე ადგილი გამონთავისუფლდა და მომდევნო ორ მატჩში ხუციშვილის თამაშის ნახვის კარგი შესაძლებლობა გვეძლევა. მინდა ავღნიშნო, რომ იგი არის დიდი და სწრაფი მოთამაშე, რომელსაც ოფლოუდების კეთებაც ეხერხება. აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეტ მას თავის გამოჩენის შანსი მივცეთ და ვნახოთ, როგორ გაამართლებს.

„ნოემბერში ვაჟა ხუციშვილმა იაპონიის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. იმ ტესტში იგი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მაგრამ ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო სელექციაში ვერ მოხვდა. ამით 9 ნომერზე ახალგაზრდა ვასო ლობჟანიძის სანაკრებო დონეზე ხილვის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ვასო მთელი ტურნირის განმავლობაში მოხვდება სელექციაში. წინ მსოფლიო თასია და რათქმაუნდა მწვრთნელები ამ სამ 9 ნომერს - გიორგი ბეგაძეს, ვაჟა ხუციშვილსა და ვასო ლობჟანიძეს დავაკვირდებით სამსოფლიო გუნდის სელექციისას. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვასომ საგრძნობლად მოუმატა და იგი საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა.”

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

ევროპის ერთა თასის პირველი ორი მატჩისათვის

გერმანია - საქართველო 07/02/2015

საქართველო - პორტუგალია 14/02/2015

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ 1]

1983

80

12ლ 103გ 101ჯ 3ა [578ქ]

15

გიორგი აფციაური

ქუთაისის აია [საქ]

1994

1

:

14/11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ]

1987

45

3ლ

14/11

ალეკო ხუციშვილი

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1992

0

:

13/12

დავით კაჭარავა

კრასნოიარსკის ენისეი [რუს]

1985

76

14ლ [4 კაპ]

13/12

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

28

7ლ [1 კაპ]

13/12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

21

4ლ

10

ლაშა მალაღურაძე

ბანიერ [სფრ ფედ 1]

1986

51

3ლ 24გ 20ჯ 3ა [132ქ]

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ]

1988

34

4ლ

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1986

28

:

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ]

1996

0

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ვასილ კაკოვინი

ტულუზ [სფრ ტოპ 14]

1989

24

1ლ

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

21

1ლ

2

შალვა მამუკაშვილი

სეილ შარქს [ინგ პრემ]

1990

27

3ლ

2

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

13

2ლ

3

დავით ზირაქაშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1983

44

9ლ [1 კაპ]

3

დუდუ ქუბრიაშვილი

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1986

38

2ლ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

18

3ლ

4/5

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ 1]

1981

78

10ლ [1 კაპ]

4/5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

44

8ლ

4/5

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

26

1ლ

4/5

ვახტანგ მაისურაძე

ალბი [სფრ პრო დ2]

1987

22

2ლ

6/7

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1984

57

24ლ [2 კაპ]

6/7

შალვა სუთიაშვილი

მასი [სფრ პრო დ2]

1984

43

1ლ [2 კაპ]

6/7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ]

1991

16

1ლ

8

ბექა ბიწაძე

ლოკომოტივი [საქ]

1991

9

1ლ

8

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

6

1ლ

სამწვრთნელო შტაბი

მილთონ ჰეიგ

მთავარი მწვრთნელი

[ზელ]

ილია მაისურაძე

მწვრთნელი

ილია ზედგინიძე

მწვრთნელი

ირაკლი მაჩხანელი

მწვრთნელი

მაიქლ ბრედლი

მწვრთნელი

[ირლ]

დიდიე ბეს

მწვრთნელი

[სფრ]

ვასილ აბაშიძე

მენეჯერი

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101363