თამაშგარე

10:14 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარად უჭკნობი ვიკი

როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, ცხოვრებას გამოცდილება ქმნისო და ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ მთელს დუნიაზე ცხოვრება ყველაზე კარგად არგენტინელ მოდელსა და ფეხთაშვერის დიდოსტატს, მშვენიერ ვიკი (ვიქტორია) ხიპოლიტაკისს სცოდნია, რომელმაც ყველაფერი იცის რაც საჭიროა და რაც საჭირო არაა.

ვიკის - არგენტინის ნაკრების თავგადაკლულ ქომაგს, იმდენ არგენტინელ სპორტსმენთან ჰქონია რომანი, მათ ჩამოსათვლელად ჩვენ კი არა, მასაც არ ეყოფა დრო და ნერვები. ამის მიუხედავად, ეს შხვართი ქალბატონი არაფრის დიდებით არ აპირებს ცხოვრების წესისა და ნირის შეცვლას.

სხვათა შორის, ვიკი ხიპოლიტაკისი თურმე სამოდელო საქმეშიც ერთობ ძლიერი და პატივდებული ქალი ყოფილა, მაგრამ აბა ეს ვისღა ახსოვს? საკმარისია ამ ქალს ერთხელ დაეტრიალებინა საკუთარი ნიფხავი თავსზემოთ, რომ მისი იმიჯი უმალ ტიტლიკანობამოყვარე ქალისად გარდაისახა. ასეთია ცხოვრება. ფოტოკამერის წინ წამოპლაკვა ადვილი საქმე როდის ყოფილა?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123283