ჩოგბურთი

15:06 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუიტის რეკორდი

33 წლის ლეიტონ ჰიუიტმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის რაოდენობით რეკორდი დაამყარა. “მწვანე კონტინენტის” საჩოგბურთო ჩემპიონატის მორიგი გათამაშების პირველ წრეში მან ჩინელ ცზე ჟანს 6:3, 1:6, 6:0, 6:4 მოუგო და წლის საწყის სადიდსლემო ტურნირზე 19-ედ ჩაება. წინა რეკორდი ფრანგ ფაბრის სანტოროს (18 გამოსვლა) ეკუთვნოდა.

რეიტინგსიის 87-ე ნომერმა ჰიუიტმა აზიელის ძლევას 2 საათი და 22 წუთი მოანდომა. ლეიტონის ანგარიშზე 7 ბრეიკი და 8 ეისია. კარიერის განმავლობაში ჰიუიტმა მესამედ დაამარცხა ცზე ჟანი და ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 3:0 გახადა.

მეორე წრეში ჰიუიტი გერმანელ ბენჯამინ ბეკერს შეხვდება. ამ უკანასკნელმა საწყის ეტაპზე ფრანგ ჟულიენ ბენეტოს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108749