ფეხბურთი

21:47 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგი: “ქომაგების მესმის - მათ ადგილზე “მილანს” მეც დავუსტვენდი”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ საკუთარ “სან სიროზე” ბერგამოს “ატალანტასთან” 0:1 მარცხის შემდეგ Football Italia-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ “როსონერი” სადღეისოდ უარესად გამოიყურება, ვიდრე სეზონის დასაწყისში და ფეხბურთელებს ბევრი აქვთ სამუშაო სათანადო დონეზე გასასვლელად.

“ჩემი გუნდი ვერ აჩვენებს იმ თამაშს და სტილს, რომელიც “მილანს” ეკადრება. შესაძლოა, ბიჭებზე დამთრგუნველად წლის დასაწყისში “სასუოლოსთან” წაგებამ იმოქმედა. “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ გულშემატკივარმა დაგვისტვინა და ქომაგების კარგად მესმის – მათ ადგილზე მეც დავუსტვენდი “მილანს”, - განაცხადა სუპერპიპომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060802