ავსტრიელი ტოპ-მოდელი, კატრინ ვერდერიში ბავშვობიდან სამთო-სათხილამურო სპორტითაა გატაცებული და როგორც ჭეშმარიტ ავსტრიელს შეეფერება, თავისი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ავსტრიის სამთო კურორტებზე თხილამურებზე და ციგურებზე დგომაში ატარებს.
კატრინი პროფესიული სპორტით სერიოზულად დაკავებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ სპორტის ზამთრის სახეობებში ავსტრიის სხვადასხვა ნაკრებების დიდი ქომაგია, თანამემამულე სპორტსმენებს მნიშვნელოვან ტურნირებზეც არაერთხელ-გაჰყოლია და მხურვალედაც უგულშემატკივრია.
კატრინ ვერდერიში თანამედროვე სამოდელო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოდელია. იგი ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობის გარდა, ასევე არაერთ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობს და მათი სარეკლამო სახეც გახლავთ. კატრინი რეკლამას უკეთებს: მედიკამენტებს, საკვებს, ტანსაცმელსა და სხვა...







