კალათბურთი

19:00 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარნიანი ფაჩულიას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

15 იანვარს, ლონდონში, ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდება. sportando.com-ის ცნობით, ნიუ იორკულ კლუბს იტალიელი ფორვარდი ანდრეა ბარნიანი ვერ დაეხმარება. იტალიელი კლუბს ლონდონში წვივის ტრავმის გამო ვერ გაჰყვა.

ბარნიანის გარდა “ნიუ იორკს” კარმელო ენტონიც არ ეყოლება. მელო მუხლის ტრავმის გამო გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. რამდენიმე დღის წინ ჯეიარ სმიტმა და აიმან შამპერტმა“ნიუ იორკი”დატოვეს. კლუბს ზედიზედ 15 მატჩი აქვს წაგებული და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია.

“მილუოკი” – “ნიუ იორკის” მატჩი 15 იანვარს თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

შარშანდელ სეზონში ბარნიანის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 13.3 ქულა და 5.3 მოხსნა გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128976