კალათბურთი

16:58 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი პარკეტს სავარაუდოდ “ფინიქსთან” დაუბრუნდება

Yahoo-ს ცნობით, “კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ვარჯიში განაახლა. ლებრონმა 25 წუთის განმავლობაში ბურთის კალათაში ტყორცნაში ივარჯიშა. წყაროს ცნობით, ჯეიმსი შესაძლოა კლუბს 14 იანვარს “ფინიქსთან” გასამართ მატჩში დაეხმაროს.

როგორც იცით, NBA-ს 2 გ-ზის ჩემპიონს ლებრონ ჯეიმსს მუხლის და ზურგის ტრავმები აწუხებს. ამის გამო “მეფეს” ზედიზედ 8 მატჩია არ უთამაშია, რაც, ასე ვთქვათ, მისთვის “რეკორდია”. ამ დრომდე ჯეიმსს ყველაზე მეტი, 5 ზედიზედ გამოტოვებული მატჩი 2007-2008 წლების სეზონში ჰქონდა.

ულებრონოდ “კავალიერსმა” ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო.

“ფინიქსი”-“კლივლენდის” მატჩი 14 იანვარს თბილისის დროით გამთენიისას 6 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108773