19:42 | 13 სექტემბერი, 2012
სოფია ნოსეტი-კლეპაკა – გახსოვდეთ ეს სახელი!პოლონელი რომ ვიყო, ნამდვილად ვიამაყებდი ისეთი დიდებული ადამიანის თანამემამულეობით, როგორიც 26 წლის სერფერი გოგონა, სოფია ნოსეტი-კლეპაკაა. სოფიამ წლეულს, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ვინდსერფინგში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქამდეც არაერთ სპორტსმენს მოუპოვებია და მომავალშიც ბევრი მოიპოვებს, მაგრამ სოფია სულ სხვა ადამიანია. მის მკერდში სულ სხვანაირი გული ძგერს...
17:41 | 09 სექტემბერი, 2012
შენი ქვეყანა თუ “ლაღი ფეხბურთი?”საქართველოში ჩამოსული ესპანელი ჟურნალისტიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ თბილისში გასამართი საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი ესპანეთის ნაკრების საგულშემატკივროდ აპირებს მისვლას. ვის გულში რა ცეცხლი ანთია, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ უაზრობა და მეტიც – გოიმობა მგონია, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში შენი ქვეყნის, თუნდაც სუსტ ნაკრებთან მატჩში უგულშემატკივრო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ იმიტომ, რომ ”ჩვენების არ გჯერა” და ”ესპანელები ლაღ ფეხბურთს თამაშობენ”. შეიძლება, ზოგს ეწყინოს, როდესაც ქართველი ქომაგის მხრიდან, თბილისში ესპანელების გულშემატკივრობას ”გოიმობას” ვუწოდებ, მაგრამ სხვა ეპითეტის გამოძებნა ნამდვილად მიჭირს.
11:42 | 06 სექტემბერი, 2012
ტაიტური შელოცვაცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ალბერტო მალეზანი ნატურალური ღვინის დიდი მოყვარული ყოფილა. მაშინ, როდესაც სენიორ ალბერტო იტალიურ ”ჯენოას” წვრთნიდა, ერთ გენუელ ნატურალური ღვინით მოვაჭრეს დაუმეგობრდა და მისი ეს ღვინოში ჩაბუჟბუჟებული ამბავიც გაგიკვირდებათ და სწორედ იმ იტალიელი ღვინით მოვაჭრისაგან ვიცი. უფრო ზუსტად კი, იმ ღვინით მოვაჭრის ქართველი მეგობრისგან, რომელმაც სხვა საინტერესო გენუური ამბებიც გამიმხილა.
19:13 | 02 სექტემბერი, 2012
შესაძლებელი წარსულიბოლო წლებში, ძალიან საინტერესო ტექსტები დაიწერა იმის შესახებ, როგორ განვითარდებოდა საქართველო, თუკი ჩვენი ქვეყანა გასაბჭოებასა და ბოლშევიკურ ტირანიას გადაურჩებოდა. ეს არის ერთგვარი შესაძლებელი წარსული, რომელიც არასოდეს ყოფილა და ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა... ბოლო დროს, ხშირად მიფიქრია, როგორ განვითრდებოდა ჩვენი ქვეყანა სპორტული კუთხით, თუკი რუსულ ოკუპაციას გადავურჩებოდით. ახლა მინდა ჩემი ”წარსულის ილუზიები” თქვენც გაგიმხილოთ...
10:52 | 30 აგვისტო, 2012
მოლას შეგირდი ემირიჩვენს დროში მაჯის საათი აბა ვიღას სჭირდება? ამ პრანჭია და ფუფუნებისმოყვარე ხალხს რას ვუზამთ, ძვირადღირებული საათებით რომ თავმომწონებენ, თორემ რომელ ქალაქშიც გინდა, სადაც კი გაიხედავ, უკვე ყველგან საათი დგას ან კიდია. მობილურ ტელეფონებში ჩასკუპებულმა საათებმა ხომ სხვა თვალით დაგვანახეს დროის არსი. სტამბოლელ მოლას შეგირდს, სახელად ემირს, მაჯის საათი არასოდეს ჰქონია. ერთხელ, ყმაწვილობაში მეგობრებმა აჩუქეს კიდეც, მაგრამ ხელზე ვერ იგუა და სადღაც მიაგდო და ამის შემდეგ არც კი გახსენებია. არადა, საათი სულ სჭირდებოდა. ქადაგებებისა და ლოცვის დაწყების დროს, სადილ-ვახშმის დროის გასაგებად და რასაკვირველია მაშინ, როდესაც ”გალათასარაის” თამაშის დრო ახლოვდებოდა.
12:44 | 27 აგვისტო, 2012
ბიჭი ბიბლიოთეკის ეზოშიზაფხული. ყველასგან მივიწყებული დაბა. პატარა მაღაზია, გვერდით იაფფასიანი სასადილო. უკან სადალაქო და უსაქმურობით მოწყენილი ულვაშებიანი დალაქი, რომელიც გამუდმებით შესასვლელთან დგას და ზეზეულად ამთქნარებს. აღმართში სკოლა გამოჩნდა, რომლის ფანჯრის ანჯამები პატარა ნიავის დაბერვის დროსაც კი ჭრიალებს. სკოლის გვერდით კი ძველი, დამპალსახურავიანი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკის უკანა კედელს ბოლო ზამთრისათვის ვერ გაუძლია და ჩამოქცეულა.
18:05 | 19 აგვისტო, 2012
მოსალოდნელი მოლოდინიიტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას წლეულსაც რაღაცნაირი, უცნაური მოლოდინით ველი. ვისაც სერია ”ა” არ ეპიტნავება, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ამ მოლოდინის ამბავი. ბოლო 5 წელიწადია, თუკი რაიმე სახის სკანდალი არსებობს, ყველაფერი მაინცა და მაინც იტალიაში მოხდა. აგერ, ჩვენი ჯილა, უნიჭიერესი ახალგაზრდა მწვრთნელი - ანტონიო კონტე, დისკვალიფიკაციის გამო, მთელი 10 თვე ვერ გაუძღვება ”იუვენტუსს”. ეს ”მილანია” და თითქოს ფული არ უჭირს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელებს პანტა-პუნტით ჰკარგავს. ჩაწყობილმა თამაშებმა და ამ თამაშების გამო ატეხილმა აურზაურმა ხომ მოგვწამლა და მოგვწამლა. ზლატანის ამბავი არც მკითხოთ...
10:52 | 16 აგვისტო, 2012
დილა და ილიაუმცროსი თაობის გულშემატკივრებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ საფეხბურთო კლუბ გორის ”დილას” სახელწოდება არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოეთის ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს უკავშირდება. სტალინის ცნობილი ლექსი ”დილა”, სადაც ერთი გორული დილა, თავისი ”იასთან გადახვეული ვარდებითა” და მთელი ამბებით, როგორც უკეთესი მომავლისა და იმედების სიმბოლოდაა გამოყვანილი. ამის გამო, ერთი პერიოდი ძალიან არ მომწონდა გორული კლუბის ეს სახელწოდება და ყმაწვილურად ვაპროტესტებდი – გორში ”სტალინიზმი” ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს – მეთქი.
11:57 | 12 აგვისტო, 2012
შრომა, წესიერება, პატრიოტიზმი...ოთხი წლის წინათ, ჩინელმა ოლიმპიელებმა პეკინის ოლიმპიადაზე რომ იპირველეს, ეს ფაქტი მაშინ მარტივად შეფასდა. ანუ, ჩინელების წარმატება ”სამშობლოში გამოსვლის” ფაქტორით ახსნეს. ოლიმპიადა ხომ პეკინში – ჩინეთის დედაქალაქში იმართებოდა. პეკინის ზაფხულის ოლიმპიადიდან აგერ უკვე ოთხი წელი გავიდა. ოლიმპიური ჩირაღდანი ამჯერად ბრიტანეთის მთავარ ქალაქში აინთო, მაგრამ ”აღმოჩნდა”, რომ ჩინელები ამჯერადაც შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან მძაფრ კონკურენციაში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით, მეორე ადგილზე გავიდნენ.
11:18 | 09 აგვისტო, 2012
იამაიკური სოფელისპორტში ყველა თაობას თავისი ლეგენდა ჰყავს და ალბათ მომავალშიც ეყოლებათ. ლეგენდების გარეშე არც ერთი სახეობა არ არსებობს და სწორედ გამორჩეული ხალხის გამო გვიყვარდება სახეობაცა და კონკრეტული კლუბი ან ნაკრები. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს თაობის სპორტული ლეგენდები ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან და ოკეანის გაღმა-გამოღმა შობილი სწორედ ეს ორი ბიჭი ქმნის სპორტში მოდასა და ამინდს. თუმცა, თავს უფლებას ვაძლევ და ვიტყვი, რომ ეს ასე არაა. თაობის გმირად ჯერჯერობით ერთადერთი კაცი – იამაიკელი მორბენალი, უსაინ ბოლტი მესახება.
12:03 | 05 აგვისტო, 2012
ჩვენი გაწვდილი ხელილონდონის ოლიმპიადა ჯერ დაწყებულიც არ იყო, რომ ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები მორიგი სპორტული სკანდალის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. საქართველოს მიწაზე დაბადებული ოსი და აფხაზი სპორტსმენების: ბესიკ კუდუხოვის და დენის ცარგუშის პირად მონაცემებში “მცირე“ შეცდომა იყო გაპარული. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიადის ორგანიზატორებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ეს სპორტსმენები რუსეთის ფედერაციაში დაბადებულებად იყვნენ გამოცხადებულნი. ქართული მხარის მიერ გამოთქმული წერილობითი პროტესტის შემდეგ, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოსი და აფხაზი სპორტსმენების მონაცემები სასწრაფოდ გადააკეთეს, მაგრამ არა მთლად ისე, როგორც ქართველებს სურდათ. ჩვენი სურვილი იყო, რომ კუდუხოვისა და ცარგუშის დაბადების ადგილად საქართველო დაწერილიყო. გასწორებულ ვერსიაში კი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია გაქრა და სიტყვა “საქართველო“ ისევ არსად ფიგურირებს.