18:15 | 11 აგვისტო, 2019
რუსული პრობლემებინამდვილად არ ვიცი რა არის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ საფეხბურთო ევროპაში რუსული “თოფი“ ძველებურად ვეღარ ქუხს და ნეიტრალურ კაცს (არადა, როგორ გინდა რუსებთან ნეიტრალური იყო?...) ამით ბევრი არც არაფერი დაუკარგავს. ქართველები რომ ვართ და რუსული კლუბები რომ არ გვეპიტნავება, ამის დამალვას არც აზრი აქვს და არც ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც საფეხბურთო სამყაროში ისედაც უამრავი საეჭვო მოვლენა ხდება, განა ასეთი “საკბილოს” ხელიდან გაშვება იქნება?
17:45 | 04 აგვისტო, 2019
ფული, პოლიტიკა და საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტების ახალი კასტასაფეხბურთო იდეალისტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფეხბურთი ბიზნესად იქცა, სპორტულ მხარეს ეკონომიკური ფაქტორები ჩაენაცვლა და ასეთი მიდგომები გულშემატკივრისათვის მიუღებელია, მაგრამ ერთია მოთქმა-გოდება და მეორეა რეალობა, რომლისაგან გაქცევა უბრალიდ არასწორი იქნება.
13:15 | 28 ივლისი, 2019
“დინამო–“ფეინოორდი“ – ისტორია განმეორდება?ქართული კლუბებისთვის წლევანდელი ევროტურნირები ტრადიციულად დაიწყო, “ტრადიციულადო“ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე წლებია ქართული კლუბები ევროპის ყველაზე ბეჩავ კლუბებს ასე თუ ისე, წვალებითა თუ ოფლისდენით ამარცხებენ, ხანდახან ფლეო–ოფებამდეც კი აღწევენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე ხდება “როგორც უნდა იყოს“. ანუ, ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები კვლავ ქართული კლუბების გარეშე კომპლექტდება.
17:25 | 21 ივლისი, 2019
სპორტი და ცრურწმენებისპორტის მოჰყვარულ ხალხს ხშირად გვინახავს სხვადასხვა ასპარეზობის დაწყებისას ან მიმდინარეობის დროს მწვრთნელები და ფეხბურთელები როგორ მიმართავენ ათასგვარ ცრურწმენით “რიტუალს“ და ბევრს სჯერა, რომ თუკი მატჩის წინ თავს მუხლებში ჩარგავს, სამჯერ შემობზრიალდება ან ტაშს ზურგსუკან დაუკრავს, ეს დღე მისი გამარჯვებით დასრულდება.
15:15 | 14 ივლისი, 2019
დომინო, ნარდი და თბილისური ზაფხულის ხიბლიახლა ზაფხულია და თბილისურ ეზოებში კვლავინდებურად ისმის დომინოს ჭახუნისა და ნარდის კამათლის გორების ხმა. დომინოს თამაშის ტრადიციამ მასიური სახე თბილისში 20-ე საუკუნის ოციანი წლებიდან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ადრეც იცოდნენ საქართველოში და ე.წ. მაღალი წრის საზოგადოების საყვარელ თამაშადაც ითვლებოდა. დღეს, თბილისში, დომინოს ყველაზე სტაჟიან მოთამაშეებს წააწყდებით. მიუხედავად ამ ხალხის მხრცოვანი ასაკისა, შეუძლებელია არ გაგაოცოთ თამაშის მათმა უცნაურმა და, მე ვიტყოდი პროფესიონალურმა მანერამ.
13:19 | 07 ივლისი, 2019
არგენტინის მორიგი აბდაუბდაბრაზილია, პერუ, არგენტინა, ჩილე... კოპა ამერიკის გათამაშებაში სავარაუდოდ დაფიქსირებული ასეთი განლაგება, მავანი არგენტინელი ქომაგისათვის სავარაუდოდ ბოლომდე არ გამოხატავს გუნდების რეალურ ძალებსა და შესაძლებლობებს, მაგრამ თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არგენტინის ეროვნულის გუნდის წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საკითხი მე-18-ე, ანუ ბოლო ტურამდე ბურუსით იყო მოცული, მესისა და მის საწყმსოს იღბალთან საპრეტენზიო ამ კოპა ამერიკაზეც არაფერი უნდა ჰქონდეთ.
10:58 | 30 ივნისი, 2019
3 ივლისს, გამთენიისას...მიმდინარე კოპა ამერიკას ერთი უმთავრესი ფავორიტი ყავს და ეს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებია. ბრაზილია როდესაც ტურნირს საშინაო არენებზე ატარებს განსაკუთრებულად სახიფათოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ხუთი წლის წინ ბრაზილაში გამართული მუნდიალის მიერ მიყენებული ჭრილობები შეხორცებას საჭიროებს და ეს მხოლოდ რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებით შეიძლება მოხდეს.
20:20 | 23 ივნისი, 2019
წვეროსნებითავშივე გეტყვით, რომ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ მხოლოდ ხუმრობაა ცოტა ირონიაა და არაფერი ხუმრობისა და ირონიის გარდა! შესაბამისად, იმედია არც ჩემს წვერაბუჩქულ მეგობრებს გავაბრაზებ და სხვანიც არ გამინაწყენდებიან. ეს ბლოგი კი ეხება არც მეტი არც ნაკლები - წვერს, წვერმოშვებულ სპორტსმენებს და იმ ბოლოდროინდელ ტენდენციებს, რასაც ზოგი ლამბერსექსუალიზმს ეძახის, ზოგი კი უბრალოდ მოდას აყოლად რაცხს.
19:45 | 16 ივნისი, 2019
უფულობა ყველაფერი ცუდის სათავეა!კარგია თუ ცუდი აღნიშნული ტენდენცია, ეს მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე გულსატკენი ის გახლავთ, რომ ქართულ ფეხბურთში ფულს აბრამოვიჩის მსგავსი საეჭვო გზებით ნაშოვნი ქონების მფლობელი მილიარდელებიც კი არ დებენ და რომ ჩადონ, ახლო მომავალში რა გამოვა ამ საქმიდან, ძნელად სავარაუდოა.
15:00 | 09 ივნისი, 2019
ფეხბურთი და ლუდის ბოკლების წკრიალიგასულ პარასკევს საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის შემდეგ, წერეთლის გამზირის მიმდებარე რესტორან-დუქნები პირთამდე გადაძეძგილი როს ვიხილე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპელ ქომაგთა დარად, ქართველებსაც უკვე ჩვევაში აქვთ სპორტული გამარჯვებების მოლხენით აღნიშვნა და ლუდი ამ კუთხით ათწლეულების მანძილზე შეუცვლელი სასმელია.
11:17 | 02 ივნისი, 2019
ჩვენი თბილისური ოცნებაევროპის ორი მთავარი საფეხბურთო საკლუბო ტურნირის ფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა. ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, მაგრამ როდესაც გავიაზრებთ იმასაც, რომ ამ ოთხი გუნდიდან სამი მათგანი ერთ ქალაქს - ლონდონს წარმოადგენს, მივხვდებით თუ რაოდენ დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს ერთი ქალაქის დერბებს და სულ სხვა ხიბლია, როცა ეს დერბები ევროპული თასების ფინალის ეგიდით იმართება.