რაგბი

18:01 | 08.02

საქართველომ რაგბი ევროპა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2026 წლის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

22:21 | 31.01

დავით ნინიაშვილის ლელო თავის ყოფილ გუნდთან და ქართველების შედეგიანი დღე ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში „ლა როშელი“ „ლიონთან“ 24:44 დამარცხდა, ხოლო დავით ნინიაშვილი თავის ყოფილ გუნდთან ლელოთი გამოირჩა.

254856,254637

17:11 | 21.02.2026

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლა პირველი ადგილით მოახერხა.

13:50 | 21.02.2026

დიდი 10 | ხარები 41:29 წიქარა

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘წიქარას’ crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურში ბონუს-ქულით, 41:29 სძლია და „სარბიელის სინის“ შენარჩუნებასთან ერთად, სატურნირო ცხრილში მოწინავე სამეულსაც მიუახლოვდა.

13:10 | 21.02.2026

დიდი 10 | ლელო 31:31 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘ლელოსთან’ 24-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში მეორე ფრე ითამაშა.

22:00 | 20.02.2026

დიდი 10 | ხვამლი 28:26 გორი

crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურის პირველ მატჩში, თბილისის ‘ხვამლმა’ ‘გორს’ დაძაბულ ბრძოლაში 28:26 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

21:20 | 20.02.2026

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს, ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

15:35 | 20.02.2026

15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვს შემადგენლობა შეარჩია

საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, ხვალ ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 22 თებერვალს მასპინძელთა გუნდთან რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის მეორე თამაშს გამართავს.

15:14 | 19.02.2026

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის

21 თებერვალს ბორჯღალოსნები ესპანეთს „ავჭალაზე“ დაუხვდებიან და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდებიან, რაც საქართველოს თასის ნახევარფინალში საკუთარ ...

18:54 | 17.02.2026

20 წ. | თასი უკვე თბილისშია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ორი ტესტ-მატჩის გასამართად გვეწვია, თასი საქართველოში ჩამოიტანა.

18:24 | 17.02.2026

რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ ესპანელ „ლომებს“ დაუხვდება და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება. ...

17:47 | 17.02.2026

ბლექ ფორტრესმა კონკურენტი ლიბერთი დაამარცხა და “ა” ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა

თბილისში კვირას დაწყებული “ა” ლიგის მე-5 ტური ორშაბათს კასპში დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მატჩები გაიმართა დიღომი და კასპი არენებზე. ზოგადად, ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და თითოეული ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
2.033048