საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. შეცდომების შემთხვევაში, მოგვწერეთ.

16:42 | 24.05.2013

6 მოურინიომ ლონდონი დაადასტურა

ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანურ პრესასთან საუბარში დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან, ლონდონში დაბრუნდება. პორტუგალიელს კლუბი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მან “ჩელსი” იგულისხმა. “ლონდონში მივდივარ, რადგან იქ ვარ საჭირო.

13:31 | 24.05.2013

4 ადამიას ჯერ ახალი გუნდის ძებნა არ დაუწყია

აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა ExtraTime.az-თან საუბარში, გიორგი ადამიამ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ბაქოს “ინტერიდან” გაშვება მისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა.

21:44 | 22.05.2013

60 დუშან უჰრინი: “ჩემპიონთა ლიგისთვის ერთი-ორი მოთამაშის დამატებაზე არის საუბარი”

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება.

14:12 | 24.05.2013

11 კევინ გროსკროიცი: “აუტსაიდერის როლი ძალიან მომწონს”

მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ კევინ გროსკროიცისთვის მისი განვლილი კარიერის აპოგეა იქნება. 24 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა და ფინალური მატჩის მოლოდინის გარდა, სანაკრებო კარიერაზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

10:57 | 24.05.2013

3 ნბა-მ სიმბოლური ხუთეულები გამოავლინა

ნბა-მ 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელებით შედგენილი სიმბოლური ხუთეულები გამოავლინა. რეგულარულის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც 119 ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტის გამოკითხვაში: "ვის შეიყვანდით წლის საუკეთესო სიმბოლურ ხუთეულში"? ხმათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა.

15:01 | 23.05.2013

2 უმაღლესი უცვლელი დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მომავალი გათამაშების უმაღლეს ლიგაში, ის ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობს, რომლებიც 2012/2013 წლებში შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ჩატარებულ პირველ ჩემპიონატში იღებდნენ მონაწილეობას.

14:50 | 21.05.2013

4 თურქული სიუხვე და ისტორიული ვერცხლი

გასულ უქმეებზე ანთალიამ ჭაბუკ მოჭიდავეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს – “ვიქტორიის თასს” უმასპინძლა. თურქულ ხალიჩაზე ქართველი სპორტსმენებიც გავიდნენ და 16 მედლის აღება მოახერხეს.

15:48 | 24.05.2013

7 მასტერსის 10 ქართველის წილი

ხვალ-ზეგ რუსეთის ქალაქი ტიუმენი ძიუდოში უპრესტიჟულეს ტურნირს, მსოფლიოს მასტერსს უმასპინძლებს. ტატამზე უძლიერესი ძიუდოისტები გავლენ, რომლებმაც ტურნირზე ჭიდაობის უფლება მაღალი რეიტინგის ხარჯზე მოიპოვეს. დებულების თანახმად, მასტერსში მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიის 16-16 საუკეთესორეიტინგიანი სპორტსმენი იღებს. უფრო დაბლა მდგომებს კი შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი ძირითადი სიის ერთი ან რამდენიმე წევრი შეჯიბრებაზე ჩასვლას ვერ ახერხებს.

16:48 | 24.05.2013

0 ჩახნაშვილი ვორაცოვასთან დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) თამაში ნახევარფინალში დაასრულა.

13:46 | 22.05.2013

0 შოთა ინწკირველის მემორიალი

ჭადრაკის სასახლეში ასპარეზობა დაიწყეს ყველაზე უმცროსი ასაკობრივი კატეგორის წარმომდგენლებმა. ნორჩი  მოჭადრაკეები ერთმანეთს 7 და 9 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში შეეჯიბრებიან. ამაგდარი ქართველი მწვრთნელის შოთა  ინწკირველის მემორიალი  24 მაისამდე გასტანს.

14:57 | 24.05.2013

0 „რენო“: „ჰონდა“ „მერსედესის“ ტექნოლოგიებით ისარგებლებს

ფორმულა ერთში დასაბრუნებლად, „ჰონდამ“ საუკეთესო დრო შეარჩია და „მაკლარენისთვის“ ძრავების მიწოდებას არა მომავალი სეზონიდან დაიწყებს, როცა ძალაში ძღავების ახალი რეგლამენტი შევა, არამედ ერთი სეზონით გვიან, როდსაც უფრო ადვილი განსასაზღვრი იქნება მეტოქე გუნდების აგრეგატების შესაძლებლობები. ამასთან, იაპონურ კომპანიას ის ფაქტორიც დაეხმარება, რომ „მაკლარენის“ ინჟინრებს დაწვრილებითი ინფორმაცია ექნებათ „მერსედესის“ ძრავებზე, რომლებითაც მერმისს იასპარეზებენ.

11:09 | 24.05.2013

7 კრისტიან კარამბე და მისი მეუღლე ყველაზე შეუფერებელ წყვილად აღიარეს

ფრანგულმა ბულვარულმა ჟურნალმა “ბულონმა” უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ყველაზე შეუფერებელ წყვილად, ვეტერანი ფეხბურთელი, კრისტიან კარამბე და მისი მეუღლე, ადრიანა კარამბე დაასახელა. კრისტიან კარამბემ ფეხბურთის თამაშს თავი კარგა ხნის წინ დაანება, მაგრამ “ყვითელ” პრესას მისი პერსონა ჯერ კიდევ ახსოვს.

15:36 | 24.05.2013

2 გაგამარუმ დაამრგვალა

მაისის ბაშოს 13 დღის თავზე დაუმარცხებლად იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო ლიდერობენ, მათ კი 10-10 მოგებით კვალში სამი სეკიტორი უდგას, რომელთა შორის ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუც იმყოფება.