მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების 24 წლის მეგოლე მარიო გომესი, ვინაც სამშაბათს ფლორენციაში, “ფიორენტინასთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში (2:3) მარჯვენა ფეხის წვივის კუნთი დაიზიანა, ორიდან სამ კვირამდე იუქმებს.
ამის შესახებ კლუბის ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა განაცხადა.
ტრავმის გამო გომესს აღნიშნული შეხვედრის 30-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ის მიროსლავ კლოზემ შეცვალა.
“ბაიერნის” ლაზარეთში გომესი მარტინ დემიკელისსა და დიეგო კონტენტოს შეუერთდება.