აკინომ საქართველოში გააოცა

10.03.2010 17:43
აკინო ბომბარდირებს 20 გოლით ლიდერობს ეკა ელოშვილის ფოტო

შედგა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სამი გამოტოვებული შეხვედრა, რომლებშიც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა “დაგეგმილი” მოგებები მიითვალეს. სამივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 დამთავრდა იმ განსხვავებით, რომ რუსთავში ასე “ოლიმპმა” ზუგდიდის “ბაიას” სძლია, ბოლნისსა და თბილისში (“ამერზე”) კი სტუმრებმა იმარჯვეს.
ბოლნისურ “თამაზ სტეფანიაზე” თბილისის “დინამომ” მათე ვაწაძის მიერ გატანილი გოლით იმარჯვა, გლდანში კი, “ვიტ ჯორჯიამ” “გაგრას” ირაკლი კლიმიაშვილის ზუსტი დარტყმის წყალობით სძლია.
ქართულ კარიერაში საიუბილეო მე-20 გოლი გაიტანა “ოლიმპის” ბრაზილიელმა შუახაზელმა ანდერსონ აკინომ. იგი ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და თუ მის უშუალო მდევართა “გაფუჭებულ სამიზნეს” მივიღებთ მხედველობაში, ალბათ კარგა ხანი ვერც ვერავინ წამოეწევა ქართველებიდან.

 

 

 

10 მარტი
სიონი - დინამო 0:1
ოლიმპი - ბაია 1:0
გაგრა - ვიტ ჯორჯია 0:1  

 

გუნდი
1 ოლიმპი 23 17 5 1 48-13 56
2 ზესტაფონი 24 14 7 3 41-21 49
3 დინამო 24 13 6 5 38-14 45
4 ვიტ ჯორჯია 24 12 9 3 34-22 45
5 ცხინვალი 24 8 7 9 31-37 31
6 სამტრედია 24 6 6 12 31-47 24
7 ბაია 24 5 5 14 18-31 20
8 სიონი 24 3 11 10 12-28 20
9 ლოკომოტივი 23 3 9 11 12-29 18
10 გაგრა 24 3 5 16 21-44 14


შენიშვნები - პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეარ-ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
- 5 თებერვალს გამართული ”სიონი”-”სპარტაკი” სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულად მიიჩნია და ორივე გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა. ფედერაციისვე სააპელაციო კომიტეტმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება და შედეგი (0:1) ძალაში დატოვა.

ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) - 20 (8 პენალტით), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 15 (1), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) - 11 (1),  გიორგი გაბედავა (გაგრა) - 10 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 9.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38