ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა რომარიომ პოლიტიკური კარიერის გაკეთება განიზრახა.
როგორც ესპანური გამოცემა El Mundo იტყობინება, სკანდალური ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ბრაზილიის სოციალისტური პარტიის (PSB) წევრი გახდა, ოქტომბერში კი ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებზე აპირებს რომარიოს კანდიდატურის დაყენებას.
რომარიოს განცხადებით, მას პარლამენტის წევრობა სურს, რათა მისი ერთ-ერთი პროექტი განახორციელოს – იზრუნოს სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვანთა საკითხებზე. მან უკვე შესთავაზა დახმარება გაჭირვებაში მყოფ 2000-მდე ბავშვს.