“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრაში ვერ უხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, კატალონიელთა თავკაცმა “ალმერიასთან” (2:2) პრიმერადივიზიონის 25-ე ტურის მატჩში ლაინსმენთან კამათისთვის წითელი ბარათი მიიღო და სათადარიგოთა სკამის დატოვება მოუხდა. ევროპული სააგენტოების ცნობით, ესპანელმა დისციპლინარებმა გვარდიოლას ქმედება განიხილეს და მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს.
ამგვარად, “ბარსას” დამრიგებელს 14 მარტს, “ვალენსიასთან” მისი შეგირდების თამაშისთვის თვალის დევნება ტრიბუნიდან მოუწევს. გვარდიოლას გარდა, “ღამურებთან” შეხვედრაში კატალონიელებს ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეეშველება, რომელიც ასევე “ალმერიასთან” მატჩში გააძევეს მოედნიდან.