კირილ კულემინი: “საქართველოსთან უშანსოდ ვართ”

10.03.2010 13:03

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კასტრის” მორაგბე კირილ კულემინი, რომელიც “დათვების” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ თამაშში, პრაქტიკულად უშანსოდაა.
რუსეთის ნაკრების მორკინალმა, რეალური მიზეზების პარალელურად, აბსურდული მიზეზებიც დაასახელა. მან, მოსალოდნელი წაგების ერთ-ერთ მიზეზად სტუმრად თამაში დაასახელა, არადა, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გაიმართება. მიზეზად ისიც დასახელდა, რომ რუსებს, ევროპის შესარჩევ ეტაპზე, თურმე მეორე ადგილის დაკავება ურჩევნიათ, რათა მსოფლიო თასზე შედარებით იოლ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ეს, უფრო მოსალოდნელი მარცხის წინ გულშემატკივართა წინაშე თავის მართლებას ჰგავს.
“საქართველოს წინააღმდეგ, შანსი თითქმის არ გვაქვს - ვთამაშობთ სტუმრად და 20 წლის განმავლობაში, მათი დამარცხება ერთხელაც ვერ შევძელით. ამასთან, გუნდი, რომელიც შესარჩევ ეტაპზე პირველ ადგილს დაიკავებს, მსოფლიო თასზე უფრო რთულ მეტოქეებთან ითამაშებს, ვიდრე მეორე ადგილოსანი. არ მსურს, მსოფლიო თასზე ისეთი შედეგი ვაჩვენოთ, როგორიც 2007 წელს პორტუგალიამ, ვინაც ყველა გუნდთან 100-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა. ახალ ზელანდიაში ჩვენი მთავარი მიზანი, გამოცდილების მიღება იქნება - საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ როგორ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები”, - განაცხადა კულემინმა.
პარალელურად, “კასტრის” მორაგბემ რუსეთის შიდა პირველობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნაკრების წარუმატებელი თამაში, მეტწილად, სწორედ ამ ქვენის ჩემპიონატის დაბალი დონის “დამსახურებაა”.
“რუსეთში ოთხი წამყვანი კლუბია, რომელთა დონეც, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე-მესამე დონის გუნდების შესაფერისია. რუსული რაგბი საკუთარ წვენში იხარშება. ვიმედოვნებ, სწორედ მსოფლიო თასზე, ბიჭები თავის გამოჩენას შეძლებენ და ძლიერ ევროპულ კლუბებში გადავლენ. საფრანგეთის ჩემპიონატში, წლიური საშუალო ხელფასი 100-150 ათასი ევროა”, - თქვა რუსეთის ნაკრების მეორეხაზელმა.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38