მეოთხედფინალში დაცვის გარეშე

10.03.2010 10:48
რობენის გოლი “ფიორენტინას” კარში

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების გუშინდელი საპასუხო მატჩები უხვგოლიანი გამოდგა.  მართალია, გუშინ გამართულ ორივე შეხვედრაში 5-5 გოლი გავიდა, მაგრამ მათი მიმდინარეობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
შემდეგ ეტაპზე რთულ ბრძოლაში გავიდა მიუნხენის “ბაიერნი”, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ გერმანელებს სუსტი დაცვის გამო 1/4-ფინალში პრობლემები შეექმნებათ. ამის თქმის საფუძველს ფლორენციაში გამართული შეხვედრა იძლევა. “ფიორენტინას” ფეხბურთელების მიერ გატანილი სამივე გოლი სტუმართა მცველების შეცდომის წყალობით გავიდა. პირველ მათგანში თავისი, არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ბუტს, რომელმაც მარკიონის შორეული დარტყმულის შემდეგ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ვარგასს დამატებაზე გატანის საშუალება მისცა. ამ ეპიზოდში ვარგასმა მასზე გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფ ვან ბუიტენს აჯობა.
50-ე წუთზე, მიუნხენელთა მცველების მორიგი სერიოზული შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ჯილარდინო დარჩა, მაგრამ ბუტს ვერ აჯობა. თუმცა 4 წუთში სტუმრები ვეღარაფერმა იხსნა. მარკიონის ფლანგური გადაცემის შემდეგ ჯილარდინომ ქუსლით იოვეტიჩს უპასა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში მცველებისგან მარტოდმარტო დატოვებულმა ჩერნოგორიელმა ფეხბურთელმა ანგარიში 2:0 გახადა. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარკიონის გადაცემის დროს ჯილარდინო თამაშგარეში იმყოფებოდა. პირველ მატჩში ნორვეგიელი არბიტრის ევრებოს მიერ მიყენებული ზარალი “ფიორენტინას” მეორეში უნდიანო მალიენკომ აუნაზღაურა. ამ გოლიდან 5 წუთში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. 2 მატჩის ჯამში საყაიმო შედეგი ვან ბომელმა დააფიქსირა შორეული დარტყმით. 62-ე წუთზე მასპინძლები კვლავ 2 ბურთით იყვნენ წინ. ჯილარდინოს გადაცემის შემდეგ იოვეტიჩმა მას გაცილებით ძლიერ ვან ბუიტენს როგორც ფიზიკური, ასევე პოზიციური ბრძოლა მოუგო და ახლო მანძილიდან დარტყმით დუბლი გაიფორმა. მაგრამ მატჩის მშვენებად იქცა 2 წუთში რობენის მიერ შორეული დარტყმით გატანილი შესანიშნავი გოლი. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თანამემაულე ვან ბომელს მხარი აუბა და ფაქტიურად დაცვის გარეშე მოთამაშე “ბაიერნი” 1/4-ფინალში გაიყვანა.
მოსალოდნელზე იოლად მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური ლონდონის “არსენალმა”. არსენ ვენგერის გუნდმა “პორტუს” უმასპინძლა და ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ზრუნვა პირველივე წუთებიდან დაიწყო. ინგლისელთა მცდელობამ შედეგი მე-10 წუთზე გამოიღო, როდესაც ელტონის წინ შეცდომით გამოსვლით ბენდტნერმა ისარგებლა, მეტოქის მცველებს ბურთზე თამაში დაასწრო გოლი ცარიელ კარში გაიტანა. დანიელმა ფეხბურთელმა 15 წუთში დუბლი გაიფორმა მას შემდეგ, რაც არშავინის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი კვლავ ცარიელ კარში შეაგორა. 63-ე წუთზე ნასრიმ მეტოქის საჯარიმოში 3 მცველი იოლად მოატყუა და ეფექტური გოლით ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. 3 წუთში თავისი გოლი ებუემაც გაიტანა, გამოიყენა რა არშავინის კარგი გადაცემა. შეხვედრას წერტილი პირველ დამატებულ წუთზე ბენდტნერმა დაუსვა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულებით გაიფორმა ჰეთ-თრიკი.

 

1/8 ფინალის საპასუხო მატჩები
არსენალი - პორტო 5-0 (2-0)
არსენალი:
ალმუნია, სანია, ვერმაელენი, კემპბელი, კლიში, დიაბი, სონგი, როსიცკი (ებუე 57), ნასრი (დენილსონი 73), ბენდტნერი, არშავინი (უოლკოტი 77).
პორტო: ჰელტონი, ფუსილე, ბრუნო ალვეში, როლანდო, პერეირა, ნუნუ კოელიო (როდრიგესი 46), მიკაელი (გუარინი (76), მეირელეში, ჰალკი, ფალკაო, ვარელა (გონსალესი 76).
გოლი: 1-0, 2-0, 5-0. ბენდტნერი (10, 25, 90  პენ), 3-0 ნასრი (63), 4-0 ებუე (66).
გაფრთხილება: ფალკაო (24), ვერმაილენი (38), ბენდტნერი (44), პერეირა (59), ფუსილე (90),
დაწყება: არსენალი, I აუტი: არსენალი, I კუთხური: არსენალი, კ-ში დარტყმა: (12-3), კ-კენ დარტყმა: (5-5), ჯარიმა: (17-25), კუთხური: (9-8), ყვითელი: (2-3), თამაშგარე: (2-1), ბურთის ფლობა: (51%-49%).

 

 

ფიორენტინა - ბაიერნი 3-2 (1-0)
ფიორენტინა:
ფრეი, დე სილვესტრი, კროლდრუპი, ფელიპე (პასკუალი 79), ნატალი, ძანეტი, მონტოლივო, მარკიონი, იოვეტიჩი, ვარგასი (კეირისონი 82), ჯილარდინო.
ბაიერნი: ბუტი, ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ალაბა, რობენი (პრამიჩი 90), ვან ბომელი, შვაინშტაიგერი, რიბერი, გომესი (კლოზე 30), მიულერი..
გოლი: 1-0 ვარგასი (28), 2-0 იოვეტიჩი (54), 2-1 ვან ბომელი  (60), 3-1  იოვეტიჩი (64),  3-2 რობენი (65).
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი (22), კროლდრუპი (39), ფელიპე (78), ვან ბომელი (85)
დაწყება: ბაიერნი, I აუტი: ბაიერნი, I კუთხური: ბაიერნი, კ-ში დარტყმა: (5-5), კ-კენ დარტყმა: (5-6), ჯარიმა: (16-17), კუთხური: (1-3), ყვითელი: (2-2), თამაშგარე: (3-5), ბურთის ფლობა: (43%-57%).
 

 

მიშა ზაქარეიშვილი

 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38