ჯეკო დიეგოს სანაცვლოდ

10.03.2010 10:47
გადამეტებული ფასის გამო, "მილანმა" ჯეკოს შეძენაზე უარი თქვა

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გუშინ გერმანულმა პრესამ. მათი მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელობა ბოსნიელი ფორვარდ ედინ ჯეკოს "იუვენტუსის" ბრაზილიელ ფლეიმეიკერ დიეგოში გაცვლის. აღნიშნული გარიგების შესაძლებლობა მოგვიანებით სატრანსფერო საკითხებზე მომუშავე ინტერნეტ-გამოცემა tuttomercatoweb-მაც დაადასტურა.
ჯეკო რომ გერმანულ კლუბს დიდხანს ვერ შერჩება, ამაზე ყველა ულაპარაკოდ თანხმდება. ბოსნიელის შეძენის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად აქამდე "მილანი" ითვლებოდა, მაგრამ "როსონერის" მესვეურებლა ფორვარდის ფასი (40 მილიონი ევრო) გადამეტებულად მიიჩნიეს და ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადეს, ჯეკოს შეძენის პრეტენზია აღარ გაგვაჩნიაო.
სამაგიეროდ, "იუვენტუსი", რომელიც ძლიერი თავდამსხმელის ძიებაშია, დიდი სიამოვნებით დათანხმდება ამ გარიგებას, თუკი რა თქმა უნდა, გერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა არარეალური თანხის დამატება არ მოითხოვეს. თავის მხრივ, "ვოლფსბურგის" შეფებს იმედი აქვთ, რომ დიეგო, რომელსაც გერმანულ ფეხბურთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს (წლების განმავლობაში იგი "ვერდერის" ლიდერი იყო), ბუნდესლიგაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ აღიდგენს ჩვეულ ფორმას.
tuttomercatoweb-ის მტკიცებით, მხარეები მოლაპარაკებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.



 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38