ფეხბურთის მეფე პელეზე არ გვაქვს საუბარი… ჰოლანდიური “ალკმაარის” იტალიელმა თავდამსხმელმა გრაციანო პელემ, topvoetbal-თან საუბრისას, შოთა არველაძეს მადლობა გადაუხადა – რჩევებს ყოველდღიურად მაძლევს და გვერდიდან არ მშორდებაო.
“არველაძე მისაბაძი და მაღალი კლასის ფორვარდი იყო, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის სიამოვნებაა. ამასთან, ის ყოველთვის ზუსტად გეუბნება, როდის რა უნდა გააკეთო”, – თქვა პელემ “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელის ქართველ თანაშემწეზე.
გეცოდინებათ, უშუალოდ დიკ ადვოკაატის თანაშემწეობის გარდა, შოთას “ალკმაარში” თავდასხმის ხაზზე ევალება კურირება.
ილია ნანობაშვილი