კვირის მოწინავეებად უეიდი და ნოვიცკი აღიარეს

9.03.2010 14:59
დუეინ უეიდი გასულ კვირაში საშუალოდ 33.3 ქულას აგროვებდა

“მაიამი ჰითის” მცველი დუეინ უეიდი და “დალას მავერიქსის” ფორვარდი დირკ ნოვიცკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
მაიამელებმა კვირის სამივე მატჩი მოიგეს – მათ შორის “ლეიკერსთან” და “ატლანტასთან” – უეიდის საშუალო მონაგარი კი 33.3 ქულა და 12 პასი გახლდათ.
4 მარტს დუეინი ფლორიდელთა პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც თამაშიდან 4000 ტყორცნის ჩაგდება მოახერხა.
ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა “მავერიქსსაც”, რომელმაც ოთხივე შეხვედრაში იმარჯვა, ნოვიცკი კი საშუალოდ 26.8 ქულას, 8.8 მოხსნასა და 1.75 დაფარებას აგროვებდა.
კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე პრეტენზიას რეჯონ რონდო (“ბოსტონი”), ტაირუს ტომასი (“შარლოტი”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), კარმელო ენტონი (“დენვერი”), ლუის სკოლა (“ჰიუსტონი”), კარლოს დელფინო (“მილუოკი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), ჯამირ ნელსონი (“ორლანდო”) და ამარე სტაუდმაიერი (“ფინიქსი”).

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი
ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38