ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, რის გამოც აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილის “ბოსტონ სელტიქსისთვის” დათმობა მოუხდა.
მაიკ ვუდსონის შეგირდებს წარუმატებლობა “მედისონ სქვერ გარდენში” შეემთხვათ, სადაც მშობლიური “ნიქსის” საქომაგოდ 19 763 ქომაგი შეიკრიბა.
დიდი შესვენებისთვის “ჰოუქსი” ორი ქულით წინ გახლდათ, თუმცა, მესამე მეოთხედში 24:32 დამარცხდა და თამაშის ბოლომდე ისღა მოახერხა, რომ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე ჯამალ კროუფორდმა ბურთი ტონი დაგლასს “მოპარა” და ჯოშ სმიტი მოძებნა, თუმცა, ამ უკანასკნელს უილსონ ჩენდლერმა დააფარა და სათამაშო დროც ამოიწურა.
არადა, სმიტმა 43 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა და ბოლო შეტევაც რომ გამოეყენებინა, მატჩის გმირის სტატუსსაც ვერავინ წაართმევდა. ჯორჯიელთა მეორე ლიდერმა ჯო ჯონსონმა 22 ქულა მოაგროვა, ალ ჰორფორდმა კი თავი 18 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა და უკვე ტრადიციულად, ორმაგ დუბლს გამორჩა.
არცთუ წარმატებელი დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, რომელმაც 09:45 წუთში განხორციელებული ერთადერთი სროლა გააცუდა და 2 მოხსნას, 1 პასსა და 1 დაფარებას დასჯერდა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
40 მოგებითა და 23 მარცხით, “ატლანტამ” სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მეორე ადგილი შეინარჩუნა, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა. ატლანტელები მორიგ მატჩს 12 მარტის დილას ვაშინგტონში, სამხრეთ-აღმოსავლეთისვე დივიზიონის აუტსაიდერ “უიზარდსთან” (21 მოგება, 39 მარცხი) გამართავენ.
ნიუ იორკი – ატლანტა 99:98 (27:27, 17:19, 32:24, 23:28)
ნიუ იორკი: გალინარი (27 ქ.), ლი (19 ქ. 13 მ.), როდრიგესი (9 ქ.), უოკერი (8 ქ.), ჩენდლერი (5 ქ. 7 მ.); ჰარინგტონი (14 ქ.), დაგლასი (11 ქ.), ჰაუზი (6 ქ.).
ატლანტა: სმიტი (25 ქ. 10 მ. 6 პ.), ჯონსონი (22 ქ.), ჰორფორდი (18 ქ. 12 მ.), უილიამსი (8 ქ. 7 მ.), ბიბი (1 ქ.); კროუფორდი (16 ქ.), ევანსი (6 ქ.), ტეგუ (2 ქ.), ფაჩულია.
კლივლენდი – სან ანტონიო 97:95 (28:26, 21:26, 23:24, 25:19)
კლივლენდი: მ.უილიამსი (17 ქ. 8 მ. 8 პ.), ჯეიმისონი (17 ქ.), ჯ.უილიამსი (13 ქ.), ჰიკსონი (12 ქ. 7 მ.), პარკერი (8 ქ.); უესტი (16 ქ.), ვარეჟაო (11 ქ. 9 მ.), გიბსონი (3 ქ.), მუნი.
სან ანტონიო: ჯინობილი (38 ქ. 7 მ.), ჰილი (23 ქ.), დანკანი (13 ქ.), მაკდაიესი (4 ქ.), ბოგანზი; ბონერი (9 ქ.), ჯეფერსონი (3 ქ. 9 მ.), ჰეირსტოუნი (2 ქ.), მეისონი (2 ქ.), მაინმი (1 ქ.), ბლეირი.
მემფისი – ნიუ ჯერსი 107:101 (32:27, 35:24, 14:26, 26:24)
მემფისი: კონლი (21 ქ.), გეი (21 ქ. 10 მ.), გასოლი (19 ქ. 13 მ.), მაიო (8 ქ. 6 პ.), არტური (7 ქ.); იანგი (10 ქ. 7 მ.), კეროლი (10 ქ. 8 მ.), უილიამსი (8 ქ.), ჰადადი (3 ქ.).
ნიუ ჯერსი: ლი (30 ქ.), ჰარისი (28 ქ.), ლოპესი (10 ქ. 7 მ. 6 პ.), ბუნი (6 ქ. 9 მ.), ჰესელი; უილიამსი (14 ქ. 6 პ.), ჰეიესი (6 ქ.), დულინგი (3 ქ.), დუგლასი (2 ქ.), ჰამფრისი (2 ქ. 7 მ.).
მინესოტა – დალასი 112:125 (27:34, 34:37, 23:26, 28:28)
მინესოტა: ჯეფერსონი (36 ქ. 13 მ.), ფლინი (13 ქ. 8 პ.), ჰოლინზი (13 ქ. 9 მ.), გომესი (12 ქ. 8 მ.), ბრიუერი (11 ქ. 7 მ.); სეშნსი (11 ქ.), პავლოვიჩი (7 ქ.), ლავი (6 ქ.), მილიჩიჩი (3 ქ.), უილკინსი.
დალასი: მერიონი (29 ქ. 14 მ.), ნოვიცკი (24 ქ.), ბატლერი (23 ქ.), კიდი (12 ქ. 10 პ.), ბებუა (11 ქ.); ბარეა (9 ქ. 9 პ.), ნახერა (9 ქ.), სტივენსონი (4 ქ.), კეროლი (4 ქ.).
ნიუ ორლეანი – გოლდენ სტეიტი 135:131 (36:25, 31:37, 33:33, 35:36)
ნიუ ორლეანი: უესტი (28 ქ. 13 მ.), ოკაფორი (22 ქ. 11 მ.), კოლისონი (16 ქ. 20 პ.), სტოიაკოვიჩი (16 ქ.), პეტერსონი (12 ქ.); ტორნტონი (28 ქ.), სონგაილა (7 ქ.), პოუზი (4 ქ.), რაიტი (2 ქ.).
გოლდენ სტეიტი: მოროუ (28 ქ.), მეგეტი (18 ქ.), უოტსონი (12 ქ. 7 პ.), კარი (12 ქ. 6 პ.), ჰანტერი (10 ქ.); უილიამსი (28 ქ. 6 პ.), ჯორჯი (18 ქ.), ტოლივერი (5 ქ.).
დასავლეთ კონფერენცია
|
1. |
ლეიკერსი |
64 |
45 |
19 |
|
2. |
დალასი |
65 |
44 |
21 |
|
3. |
დენვერი |
63 |
42 |
21 |
|
4. |
იუტა |
62 |
40 |
22 |
|
5. |
ფინიქსი |
65 |
40 |
25 |
|
6. |
ოკლაჰომა სიტი |
62 |
38 |
24 |
|
7. |
სან ანტონიო |
61 |
36 |
25 |
|
8. |
პორტლენდი |
65 |
37 |
28 |
|
9. |
მემფისი |
64 |
33 |
31 |
|
10. |
ნიუ ორლეანი |
64 |
32 |
32 |
|
11. |
ჰიუსტონი |
62 |
31 |
31 |
|
12. |
კლიპერსი |
63 |
25 |
38 |
|
13. |
საკრამენტო |
63 |
21 |
42 |
|
14. |
გოლდენ სტეიტი |
63 |
18 |
45 |
|
15. |
მინესოტა |
64 |
14 |
50 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
|
1. |
კლივლენდი |
65 |
50 |
15 |
|
2. |
ორლანდო |
64 |
44 |
20 |
|
3. |
ბოსტონი |
61 |
40 |
21 |
|
4. |
ატლანტა |
63 |
40 |
23 |
|
5. |
მილუოკი |
62 |
33 |
29 |
|
6. |
ტორონტო |
61 |
32 |
29 |
|
7. |
მაიამი |
63 |
32 |
31 |
|
8. |
ჩიკაგო |
62 |
31 |
31 |
|
9. |
შარლოტი |
61 |
30 |
31 |
|
10. |
ფილადელფია |
62 |
23 |
39 |
|
11. |
ნიუ იორკი |
62 |
22 |
41 |
|
12. |
დეტროიტი |
63 |
22 |
41 |
|
13. |
ვაშინგტონი |
60 |
21 |
39 |
|
14. |
ინდიანა |
63 |
20 |
43 |
|
15. |
ნიუ ჯერსი |
63 |
7 |
56 |