ნერუშმა საგერმანიოდ მხოლოდ მინაძეს უხმო

8.03.2010 19:19

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა, გერმანიასთან 13 მარტს გასამართი “ერთა თასისა” 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ბოლოსწინა შეხვედრისთვის, მხოლოდ ერთ ქართული ფესვების მქონე მორაგბეს, გიორგი მინაძეს უხმო. მინაძემ ასევე ქართული წარმოშობის შერკინების პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძე უნდა ჩაანაცვლოს, რომელსაც “დათვების” დამრიგებელმა დასვენების საშუალება მისცა.
რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სოჭში, “სლავა მეტრეველის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე” თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. რეფერი პასკალ გაუზე იქნება, რომელსაც ფილიპ ბონხური და ჟან-მარი პირავიუ დაეხმარებიან.
მაღლაკელიძის გარდა ნერუშმა არც ფრანგ ლეგიონერებს, კირილ კულემინს (“კასტრი”) და ანდრეი ოსტრიკოვს (“ორიაკი”) უხმო, მაგრამ მათი შემცვლელების ძებნა არ დაიწყია. ის თავის გამოჩენის საშუალებას იმ მორაგბეებს მისცემს, რომლებიც შეკრებებზე მუდამ იყვნენ, მაგრამ მოედანზე საერთოდ ვერ გადიოდნენ, ან მცირე სათამაშო დროით სარგებლობდნენ.
გერმანიასთან სათამაშოდ მწვრთნელმა შემდეგი მორაგბეები შეარჩია:
ვლადიმირ ოსტროუშკო (“იუგი”, კრასნოდარი), მიხაილ ბაბაევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ევგენი პრონენკო (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), გიორგი მინაძე (“იმპერია”, პენზა), ალექსეი კორობეინიკოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ნიკიტა მედკოვი (“სლავა”, მოსკოვი), ალექსანდრ გვოზდოვსკი (“კრასნი იარი”, კრასნოიარი), ვიქტორ გრესევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადისლავ კორშუნოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ ვოიტოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), იგორ კლუჩნიკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), იური კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), კირილ კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი კუზინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ევგენი მატვეევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი ტემნოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ შაკიროვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი ტრავკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადიმირ ბოტვინიკოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ალექსეი პაპასენკო (“ვვა-პოდმოსკოვიე”), არტიომ ფათახოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ალექსანდრ ხროკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), სერგეი ტრიშინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვასილი არტიომოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”, კრასნოიარსკი).
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა, საქართველოს ნაკრების მსგავსად, ახალი ზელანდიის საგზური შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა და ახლა მხოლოდ ისღაა გასარკვევი, თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველს და რომელი მეორე ადგილს. ეს 20 მარტს ტრაბზონში გადაწყდება, როდესაც “ბორჯღალოსნები” “დათვებს” ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, ლეინის შეგირდებს 13 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან მატჩი ელით.

ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38