“ლეიკერსისთვის” 2008 წლის იანვარი დადგა...

8.03.2010 15:45
კობი ბრაიანტის (ბურთით) “ლეიკერსმა” დუაიტ ჰოვარდის “მეჯიქს” ვერ აჯობა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ცენტრალური მატჩი ორლანდოს “ემვეი არენაზე” შედგა, სადაც გასული სეზონის ფინალისტების – “მეჯიქისა” და “ლეიკერსის” მატჩს 17 461 მაყურებელი დაესწრო.
დრამატულ ბრძოლაში კალიფორნიელები 94:96 დამარცხდნენ და მიჯრით მე-3 მატჩი წააგეს, რაც 2008 წლის იანვრის ანუ ესპანელი პაუ გასოლის ტრანსფერის შემდეგ არ მომხდარა.
გასოლი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ და 20 ქულითა და 11 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა, მისმა და კობი ბრაიანტის ჩინებულმა თამაშმა “ლეიკერსი” წარუმატებლობისგან ვერ იხსნა. კობიმ ამჯერად 34 ქულა მოაგროვა, თუმცა, ბოლო შეტევაში ტყორცნა გააცუდა და შეხვედრის გმირის მანტია ვერ მოირგო.
სეზონში განცდილი მე-18 მარცხის მიუხედავად, ლოს ანჯელესელებმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერობა შეინარჩუნეს, “მეჯიქმა” კი თავი 44-ე მოგებას მოუყარა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე მყოფ ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსთან” სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

 
ტორონტო – ფილადელფია 101:114 (24:24, 23:31, 28:34, 26:25)
ტორონტო: ჯეკი (20 ქ. 9 პ.), ბოში (12 ქ. 12 მ.), ბარნიანი (11 ქ), ვიმსი (10 ქ.), დეროზანი (9 ქ.); ბელინელი (11 ქ.), ევანსი (10 ქ.), კალდერონი (8 ქ.), რაიტი (5 ქ.), ჯონსონი (5 ქ.).
ფილადელფია: იანგი (32 ქ.), ჰოლიდეი (21 ქ. 7 მ. 6 პ.), იგუდალა (16 ქ. 10 პ.), უილიამსი (12 ქ.), ბრენდი (12 ქ. 9 მ.); დალემბერტი (8 ქ.), გრინი (5 ქ.), სმიტი (5 ქ.), კარნი (3 ქ.), კაპონო, სპეიტსი.
 
ორლანდო – ლეიკერსი 96:94 (31:24, 21:24, 22:16, 22:30)
ორლანდო; კარტერი (25 ქ.), ნელსონი (15 ქ. 9 მ. 7 პ.), ჰოვარდი (15 ქ. 16 მ.), ლუისი (12 ქ.), ბარნსი (10 ქ.); პიეტრუსი (7 ქ.), გორტატი (6 ქ.), უილიამსი (4 ქ.), ბასი (2 ქ.), რედიკი.
ლეიკერსი: ბრაიანტი (34 ქ. 7 მ. 7 პ.), გასოლი (20 ქ. 11 მ.), ფიშერი (11 ქ.), არტესტი (8 ქ.), ბინემი (5 ქ. 4 დ.); ოდომი (8 ქ.), ბრაუნი (7 ქ.), პაუელი (1 ქ.), ფარმარი.
 
დეტროიტი – ჰიუსტონი 110:107 ოტ. (29:20, 28:35, 25:31, 20:16, 8:5)
დეტროიტი: პრინსი (29 ქ. 10 მ.), ჰემილტონი (22 ქ. 8 პ.), იერებკო (16 ქ. 9 მ.), ბინემი (12 ქ. 11 პ.), მაქსიელი (6 ქ. 16 მ.); ვილანუევა (15 ქ.), გორდონი (6 ქ.), დეი (4 ქ.), სამერსი, ბრაუნი.
ჰიუსტონი: მარტინი (27 ქ.), ბრუკსი (25 ქ. 7 პ.), სკოლა (20 ქ. 15 მ.), ბატიე (10 ქ. 7 მ.), ჰეიესი; ჰილი (12 ქ. 8 მ.), ბადინგერი (7 ქ.), ჯეფრისი (6 ქ.), კონროი.
 
ბოსტონი – ვაშინგტონი 86:83 (19:25, 19:19, 24:22, 24:17)
ბოსტონი: რ.ალენი (25 ქ.), პირსი (17 ქ.), რონდო (15 ქ. 7 პ.), პერკინსი (12 ქ. 7 მ.), გარნეტი (8 ქ. 10 მ.); უოლესი (4 ქ.), დევისი (3 ქ. 8 მ.), დენიელსი (2 ქ.), რობინსონი, ტ.ალენი, სკალაბრინი.
ვაშინგტონი: ტორნტონი (24 ქ. 11 მ.), ბლატჩი (23 ქ. 9 მ.), მაკგი (13 ქ. 5 დ.), ფოი (9 ქ. 8 პ.), მილერი (8 ქ. 8 მ.); სინგლტონი (4 ქ.), ბოიკინსი (2 ქ.), იანგი, როსი, ობერტო.
 
საკრამენტო – ოკლაჰომა სიტი 102:108 (25:26, 27:31, 27:24, 23:27)
საკრამენტო: ევანსი (24 ქ. 7 პ.), ლენდრი (20 ქ. 8 მ.), უდრიჰი (10 ქ.), გრინი (8 ქ.), ჰოვსი (4 ქ.); გარსია (14 ქ.), ტომპსონი (11 ქ. 8 მ.), ნოჩიონი (6 ქ.), უდოკა (3 ქ.), მაკგუაირი (2 ქ.).
ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (27 ქ. 8 მ.), უესტბრუკი (21 ქ. 8 მ.), გრინი (12 ქ.), სეფოლოშა (10 ქ.), კრსტიჩი (5 ქ. 10 მ.); ჰარდენი (14 ქ.), იბაკა (11 ქ.), მეინორი (4 ქ.), კოლისონი (4 ქ.).
 
დენვერი – პორტლენდი 118:106 (34:21, 32:28, 23:26, 29:31)
დენვერი: ენტონი (30 ქ.), ბილაფსი (21 ქ.), ილარიო (14 ქ. 7 მ. 4 დ.), აფლალო (13 ქ.), პეტრო (6 ქ. 10 მ.); სმიტი (22 ქ. 7 პ.), კარტერი (7 ქ. 6 პ.), ანდერსენი (5 ქ.), ალენი.
პორტლენდი: მილერი (19 ქ.), ოლდრიჯი (16 ქ. 7 მ.), როი (12 ქ.), ჰოვარდი (8 ქ. 7 მ.), ბატუმი (4 ქ.); ბეილესი (24 ქ.), ფერნანდესი (14 ქ.), კანინგემი (5 ქ.), უებსტერი (4 ქ.), პენდერგაფი.
 
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. კლივლენდი 64 49 15
2. ორლანდო 63 43 20
3. ატლანტა 62 40 22
4. ბოსტონი 60 39 21
5. მილუოკი 62 33 29
6. ტორონტო 60 32 28
7. მაიამი 63 32 31
8. ჩიკაგო 62 31 31
9. შარლოტი 61 30 31
10. ფილადელფია 61 22 39
11. ვაშინგტონი 59 21 38
12. ნიუ იორკი 62 21 41
13. დეტროიტი 62 21 41
14. ინდიანა 63 20 43
15. ნიუ ჯერსი 62 7 55
 
დასავლეთ კონფერენცია
1. ლეიკერსი 63 46 17
2. დალასი 64 43 21
3. დენვერი 62 41 21
4. იუტა 62 40 22
5. ფინიქსი 65 40 25
6. ოკლაჰომა სიტი 61 37 24
7. პორტლენდი 64 37 27
8. სან ანტონიო 60 36 24
9. მემფისი 63 32 31
10. ჰიუსტონი 61 31 30
11. ნიუ ორლეანი 63 31 32
12. კლიპერსი 63 25 38
13. საკრამენტო 62 21 41
14. გოლდენ სტეიტი 62 17 45
15. მინესოტა 63 14 49
კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38