ის რაც “ვერე“ – “ორბის“ მატჩში მოხდა, 16-წლამდელთა ჩემპიონატში კი არა, სუპერლიგაშიც გამორჩეულ შემთხვევად ითვლება. გივი გივიაშვილმა მატჩის ბოლო წამზე “ვერეს“ ცენტრიდან გამთანაბრებელი სამქულიანი ჩაუგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა, იქ ორბელებმა მაინც მარცხი განიცადეს.
საქმე რომ დამატებით დრომდე მიიყვანეს, ვერელების ბრალია. უკანასკნელ 20 წამში მათ 4-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდეს, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ვერელი იაკობიძე საჯარიმოს ხაზზე დადგა და პირველი სროლა ააცილა, მეორე კი ჩააგდო. ორბელებმა ბურთი შემოიტანეს, ერთი სწრაფი პასი, მეორე და ბურთი გივი გივიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ცენტრიდან ესროლა და მიზანსაც უწია.
ორბელებისთვის სამწუხაროდ, ოვერტაიმში მათ საქმე ვერ აეწყოთ. ვერელებმა უფრო ყურადღებით ითამაშეს და მეტოქეს წარმატების შანსი აღარ დაუტოვეს. იაკობიძემ ამჯერად მეტი წარმატებით ესროლა საჯარიმოები, მას სანდრო ჩხიკვიშვილი და ვახო ჯინჯიხაძეც დაეხმარნენ და “ვერემ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დანარჩენ მატჩებში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა “აკადემიის“ ცენტრ ბექა ნადირაძეს, რომელმაც 28 ქულა და 27 მოხსნა მიითვალა. ცნობისთვის, ნადირაძემდე მოხსნებში ასეთივე მაჩვენებელი კიდევ ორმა ბექას – მარნეულელმა ჯაჯანიძესა და “ზაზადან“ ესპანეთში წასულ ბურჯანაძეს ჰქონდა.
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატი. აგრარული უნივერსიტეტი. 7 მარტი
დინამო – ზაზა 50:117
მარნეული – რუსთავი 45:83
ვარსკვლავები – აკადემია 54:101
ორბი – ვერე 70:77
აკადემია 2 – მართვე 45:74
სატურნირო მდგომარეობა
პირველი ჯგუფი
|
1. |
აკადემია-1 |
9 |
9 |
0 |
800:495 |
18 |
|
2. |
რუსთავი |
9 |
6 |
3 |
678:502 |
15 |
|
3. |
ორბი |
9 |
6 |
3 |
658:570 |
15 |
|
4. |
ვერე |
9 |
5 |
4 |
691:581 |
14 |
|
5. |
ვარსკვლავები |
9 |
3 |
6 |
536:665 |
12 |
|
6. |
მარნეული |
9 |
1 |
8 |
419:676 |
10 |
|
7. |
თელავი |
8 |
1 |
7 |
300:593 |
9 |
მეორე ჯგუფი
|
1. |
ბათუმი |
9 |
8 |
1 |
751:457 |
17 |
|
2. |
ქუთაისი |
8 |
7 |
1 |
582:335 |
15 |
|
3. |
ზაზა |
8 |
6 |
2 |
735:428 |
14 |
|
4. |
მართვე-1 |
9 |
5 |
4 |
651:643 |
14 |
|
5. |
იმედი |
10 |
2 |
8 |
339:541 |
12 |
|
6. |
აკადემია-2 |
9 |
2 |
7 |
428:649 |
11 |
|
7. |
დინამო |
9 |
1 |
8 |
332:765 |
10 |