ოქსანა და ანა შეჯიბრს განაგრძობენ

8.03.2010 13:48
ოქსანა კალაშნიკოვა ანა ტატიშვილის “სუნთქვას გრძნობს”

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი ოქსანა კალაშნიკოვამ შეინარჩუნა, თუმცა, ანა ტატიშვილს მისგან მხოლოდ ოთხი პოზიციაღა აშორებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში კალაშნიკოვამ სარეიტინგო ქულები მინსკის 25-ათასიან ტურნირზე გამოიმუშავა, ტატიშვილმა კი მონტერეის 220-ათასიან ტურნირის ძირითადი ბადეში გაღწევით იხეირა. ქართველებს აღნიშნული ქულები მომდევნო კვირაშე დაემატებათ, მანამდე კი, ოქსანა 352 ქულით 164-ე ადგილზეა, ანას კი ათი ქულით ნაკლები აქვს და 168-ე პოზიციაზე გახლავთ.
სულ კლასიფიკაციაში ათი ქართველი გოგონა იმყოფება, თუმცა, სერიოზული ცვლილება არცერთ მათგანს არ შეხებია.
164 (163). ოქსანა კალაშნიკოვა – 352; 168 (172). ანა ტატიშვილი – 342; 213 (214). მაკა ჩახნაშვილი – 252; 351 (349). სოფო შაფათავა – 109; 432 (433). სოფო ქვაცაბაია – 77; 469 (468). მანანა შაფაქიძე – 66; 481 (479). თათია მიქაძე – 63; 553 (553). ეკატერინე გორგოძე – 48; 1026 (1026). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1078 (1078). ანა ჯიქია – 4;
მიმდინარე კვირაში კალაშნიკოვამ დასვენება გადაწყვიტა, ტატიშვილი კი ფლორიდულ ქალაქ კლერვოტერს ესტუმრა და 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს.
საფრანგეთის ქალაქ დიჟონის 10-ათასიან ტურნირში სცდიან ძალებს ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ძირითადი ბადის საწყის რაუნდში გორგოძე მე-8 ნომრად განთესილ ბრიტანელ ანა სმიტს ეთამაშება, ქვაცაბაია კი – რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეის. წყვილთა ტურნირის მერვედფინალში გორგოძე და ქვაცაბაია ფრანგებს – გუისარსა და ლორენდონს გაეჯიბრებიან.
თურქეთის კორორტ ანთალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე გამოჩნდა აქამდე უცნობი ქართველი ჩოგბურთელი ლანა როსტიაშვილი. იგი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში თურქეთის სახელით მოთამაშე მილენა ზუბკოვას გადაეყარა და 0:6, 1:6 დამარცხდა.
ესპანურ საბადელში 10-ათასიან ტურნირს მალევე გამოეთიშა ნიკა დოლიძე. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის საწყის მატჩში იტალიელ მარკო ბორტოლოტისთან 2:6, 2:6 წააგო.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში დოლიძე საერთოდ ვერ ხვდება, ხუთი ჩვენებური კლასიფიკაციაში სიმბოლურად ირიცხება, საუკეთესო შედეგი კი ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს, რომელიც 55 ქულით 506-ეა.
506 (507). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 55; 1076 (1076). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1481 (1484). გიორგი ცივაძე – 1; 1576 (1580). სოზარ გოქაძე – 1; 1576 (1580). ნოდარ ითონიშვილი – 1. 1576 (1580). გიორგი რევაზიშვილი – 1.

2 კომენტარი
kizho
15.03.2010 11:29:43
რატო არ ემატებათ?
kizho
15.03.2010 11:29:06
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38