ფურის წლის ლელო

8.03.2010 13:26

რაგბის საერთაშორისო ასოციაციამ, გასული წლის საუკეთესო ლელოდ სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების წევრ ჟაკ ფურის მიერ ბრიტანეთისა და ირლანდიელი ლომების ჩათვლის მოედანში გატანილი ლელო დაასახელა.
როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, გამოკითხვაში 8 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათ საუკეთესო ლელო პირველი ეტაპის შემდეგ დარჩენილი 15 ლელოდან შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ სილამაზესთან ერთად, ფურის ლელო გადამწყვეტიც აღმოჩნდა - ივნისის თვეში პრეტორიაში გამართული მატჩის 74-ე წუთზე, ამ ლელომ აფრიკელებს გამარჯვება მოუტანა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მოპოვება. მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო. ეს ლელო გუნდის ერთსულოვნების გამოვლინებაა და ჩემთვის საამაყოა “შპრინგბოკის” წევრი რომ ვარ” - განაცხადა კეიპტაუნში ჟაკ ფურიმ.
2009 წლის საუკეთესო ლელოს ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - შეინ უილიამსის (2 ლელო), ვინსენ კლერკის, ჯეიმი ჰისლოპის, მილს მულიანინას, ისააკ როსის, მაა ნონუს, სედრიკ ჰეიმანსის, რობ კერნის, ბერიკ ბარნსის, იმანოლ არინორდოგუს, ლი ბერნის, გონსალო კამაჩოსა და ალექსანდერ იანუშკინის ლელოები.
2008 წელს საუკეთესო ლელოს ავტორი, ირლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი გახდა, 2007 წელს კი პირველი ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბე ტაკუდზვა გვენიამ დაისაკუთრა.       
 

 
კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი
ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38