ტოტიკაშვილმა კანდიდატები ბაკურიანში იახლა

4.03.2010 11:09
ამირან ტოტიკაშვილს შეგირდთა გამძლეობა აფიქრებსეკა ელოშვილის ფოტო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა პრაღის მსოფლიოს თასიდან დაბრუნებისთანავე, გაფართოებული შემადგენლობა სავარჯიშოდ შეკრიბა. ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი ბაკურიანში გაემგზავრა, შეკრების გასავლელად. ვენაში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატისთვის (22-25 აპრილი) მოსამზადებელ ქართულ გეგმაში მხოლოდ შეკრებებიღა დარჩა. ევროტატამზე გასაყვან შვიდეულში მოსახვედრად ბრძოლას ის ძიუდოისტები აგრძელებენ, წლეულს, საერთაშორისო ტურნირებზე გამორჩეულად რომ იჭიდავეს. შიდა კონკურენციის ლიდერის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არც ერთ წონით კატეგორიაში არ დასახელებულა.
“საერთაშორისო ტურნირებზე ბიჭების გამოსვლით მთლიანობაში უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ამ ეტაპზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, მაგრამ ნაკრები რომ მთლიანობაში სათანადო დონეზე არაა მზად, ესეც ცხადია. სპორტსმენები შეხვედრის ბოლომდე ვერ ძლებენ, ძლიერ იღლებიან. ამ პრობლემას სამწუხაროდ, მოკლე დროში ვერ მოვაგვარებთ. თუნდაც მარტო სუნთქვის პრობლემის მოწესრიგებას, ხანგრძლივი ვარჯიში და მკაცრი რეჟიმი სჭირდება. გამძლეობაში თითქმის მთელ ნაკრებს უჭირს. სრულყოფილად მომზადებული გუნდის ჩამოსაყალიბებლად დაახლოებით ერთწლიანი მუშაობა დამჭირდება”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” ამირან ტოტიკაშვილმა.
ნაკრების თავკაცმა იქვე, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის დეტალებიც დააკონკრეტა:
“გეგმაში 3 შეკრება გვაქვს. ბაკურიანში გუნდი 2 კვირა დარჩება და მთელი ეს დრო ძირითადად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. შემდეგ დუშეთში გავემგზავრებით, სრულყოფილი, ტექნიკურ-ტაქტიკური შეკრების გასავლელად. დასკვნით ვარჯიშებს კი თბილისში გავმართავთ. სწორედ თბილისში დავასახელებ ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას - სავარაუდოდ, ავსტრიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე. ამ ეტაპზე შიდა კონკურენციის წამყვანი ძიუდოისტები ცხადია გამოკვეთილები არიან, მაგრამ შერჩევა გრძელდება და არჩევანს იმათზე შევაჩერებ, ვინც ევროპირველობის წინ მართლა საუკეთესო იქნება თავის წონაში”, - აღნიშნა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ოთარ მაღლაკელიძე


 

1 კომენტარი
gela
16.03.2010 17:23:30
ვინნააა ეს ტოტიკაშვილი ნეტა თვითონ თუ იცის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38