კანადამ საბჭოთა რეკორდები დაამხო

1.03.2010 03:18
ეს-ესაა, სიდნი კროსბიმ (ცენტრში) "ოქროს გოლი" შეაგდო

კანადის ჰოკეისტთა ნაკრები ოლიმპიადების გამარჯვებული ისტორიაში მერვედ გახდა, რითაც საბჭოთა კავშირის გუნდს ერთი ოქროს მედლით გაუსწრო. კანადელებმა მორიგ წარმატებას მშობლიურ ვანკუვერში მიაღწიეს, სადაც აშშ-ს ეროვნული ნაკრების ძლევისთვის დამატებითი დროის თამაში დასჭირდათ.
“კანადა ჰოქი ფლეისში” გამართულ მატჩში მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა, ამერიკელებმა წონასწორობის აღდგენა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მაინც მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ პარიზემ მე-2 გოლის გატანა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე მოახერხა.
დამატებითი დროის დაწყებიდან შვიდი წუთისა და ორმოცი წამის თავზე ოქროს მედლების მომტანი შაიბა სინდი კროსბიმ შეაგდო და კანადელებს 3:2 მოაგებინა.
ამ წარმატების წყალობით, მედლების საერთო ჩათვლაში კანადელებს 14 ოქრო მოუგროვდათ, რისი წყალობითაც საბჭოთა კავშირის მიერ დამყარებულ რეკორდს ერთი უმაღლესი ჯილდოთი გადაასწრეს. საბჭოელებმა 13 ოქროს მედალი 1974 წელს ავსტრიულ ინსბრუკში ჩატარებულ ოლიმპიადაზე “მოკრიფეს”.

 
 
 
ჰოკეი. კაცები
მე-3 ადგილისთვის
ფინეთი – სლოვაკეთი 5:3 (1:0, 0:3, 4:0)
1:0 სალო (18:50), 1:1 გაბორიკი (29:56), 1:2 ჰოსა (35:38), 1:3 დემიტრა (38:45), 2:3 ჰაგმანი (45:06), 3:3 იოკინენი (46:41), 4:3 იოკინენი (48:41), 5:3 ფილპუა (59:49).
 
ფინალი
კანადა – აშშ 3:2 (1:0, 1:1, 0:1, 1:0)
1:0 ტეივზი (12:50), 2:0 პერი (27:13), 2:1 კესლერი (32:44), 2:2 პარიზე (59:35), 3:2 კროსბი (67:40)
 
მედლების საბოლოო ჩათვლა
1. კანადა 14 7 5 26  
2. გერმანია 10 13 7 30
3. აშშ 9 15 13 37
4. ნორვეგია 9 8 6 23
5. ს.კორეა 6 6 2 14
6. შვეიცარია 6 0 3 9
7. ჩინეთი 5 2 4 11
8. შვედეთი 5 2 4 11
9. ავსტრია 4 6 6 16
10. ჰოლანდია 4 1 3 8
11. რუსეთი 3 5 7 15
12. საფრანგეთი 2 3 6 11
13. ავსტრალია 2 1 0 3
14. ჩეხეთი 2 0 4 6
15. პოლონეთი 1 3 2 6
16. იტალია 1 1 3 5
17. ბელორუსი 1 1 1 3
18. სლოვაკეთი 1 1 1 3
19. დიდი ბრიტანეთი 1 0 0 1
20. იაპონია 0 3 2 5
21. სლოვენია 0 2 1 3
22. ხორვატია 0 2 1 3
23. ლატვია 0 2 0 2
24. ფინეთი 0 1 4 5
25. ყაზახეთი 0 1 0 1
26. ესტონეთი 0 1 0 1
კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი
ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38