“სამეფო რბოლაში” ნორტუგმა იმარჯვა

1.03.2010 02:01
50 კმ-იანი რბოლის დრამატული ფინიში

“სამეფო რბოლად” მონათლული მოთხილამურეთა შეჯიბრი 50 კილომეტრზე, რომელსაც უისტლერის ოლიმპიურმა პარკმა უმასპინძლა, ნორვეგიელი პიტერ ნორტუგის გამარჯვებით დასრულდა.
სკანდინავიელმა სპორტსმენმა, რომელსაც ვანკუვერის ოლიმპიადის ბოლო დღემდე უკვე სამი მედალი – ოქრო გუნდურ სპრინტში, ვერცხლი ესტაფეტაში და ბრინჯაო ინდივიდუალურ სპრინტში – ჰქონდა მოპოვებული, ერთხელაც გაიბრწყინა და ნორვეგიის დელეგაციას მე-9 ოქროს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ რბოლის ფინიში ძალიან დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, მოწინავე სამეულმა ასპარეზობა ერთწამიან მონაკვეთში დაასრულა, რაც 50 კმ-იანი ტრასისთვის უიშვიათესო მოვლენაა.
ნორვეგიელმა ჩემპიონმა გერმანელ აქსელ ტაიხმანს გუნდური სპრინტში დაჯაბვნა არ აკმარა და ამჯერად, ფინიშთან 0.3 წამით მიასწრო, ბრინჯაო კი შვედ იუჰალ ოლსონს ერგო, რომელმაც შვეიცარიელი დარიო კოლონას წაქცევით ისარგებლა და კვარცხლბეკის მე-3 საფეხურს უწია.
“50 კმ-იანი რბოლის მოგება ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. საკუთარ თავს ფავორიტთა შორის ნამდვილად არ ვთვლიდი. დაღლილობას ვგრძნობდი და ბოლო მეტრებზე ძალიან გამიჭირდა. ფინიშის ხაზთან ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, სადაც გამარჯვებას ნებისმიერი ჩვენთაგანი იმსახურებდა”, - განაცხადა ნორტუგმა.

 
თხილამურებით რბოლა. მასს-სტარტი. 50 კმ. კაცები
1. პიტერ ნორტუგი (ნორვეგია) 2:05:35,5
2. აქსელ ტაიხმანი (გერმანია) +0,3
3. იუჰან ოლსონი (შვედეთი) +1,0
კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი
ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38