ვარლამ ლიპარტელიანი ჩეხურ ოქროს შეუტევს

28.02.2010 19:45
ლიპარტელიანმა პირველ-მეორე წრის ნავსი გატეხაეკა ელოშვილის ფოტო

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანს პრაღის მსოფლიოს თასის ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ქართველი ძიუდოისტი დღეს ჩეხურ ტატამზე ხუთჯერ გავიდა. ბელარუსი ანდრეი კიპსევიჩი, ავსტრიელი კრისტოფ კრონბერგერი, ფრანგი რომან ვოლსკა, რუსი მურატ გასიევი და გერმანელი რობერტ დუმკე დაამარცხა, ფინალში კი, ლიტველ კაროლის ბაუზას დაეჭიდება.
ამირან ტოტიკაშვილის გუნდის დანარჩენ წევრთაგან სამეულს ვერც ერთი შეწვდა. ყველაზე რეალური შანსი ხელიდან ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) გაუშვა, რეპეშაჟის ნახევარფინალში, ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წაგებით. რეპეშაჟშივე, ოღონდ ერთი წრით ადრე დაასრულა მედლისთვის ბრძოლა ლევან წიკლაურმა (81 კგ). ძირითად ბადეში კი, ჟორჟოლიანიც და წიკლაურიც მეოთხედფინალში დამარცხდნენ.
დავით კარბელაშვილი (81 კგ), საბა გავაშელიშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) მედლებისთვის ბრძოლას საწყის ეტაპებზევე გამოეთიშნენ.
დღესვე, ვარშავაში მსოფლიოს თასი ქალებისთვის თამაშდება და კიმონო სამმა ქართველმაც მოირგო, მაგრამ... სალომე წოწკოლაურმა (70 კგ), ნინო ოძელაშვილმა (78 კგ) და ირინე ლეონიძემ (+78 კგ) პირველსავე მეტოქეებთან წააგეს.
ოთარ მაღლაკელიძე


 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი
ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38