ნიკოლოზის პირველი: შევიდა, გაიტანა, მოიგო5.02.12 18:57
ნიკოლოზ გელაშვილმა გერმანულ "ბოხუმში" დებიუტი გოლით აღნიშნა. ქართველი მე-2 ბუნდესლიგის მატჩში, აუტსაიდერ "ჰანზასთან" 67-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო, ექს-ზესტაფონელმა კი, 8 წუთში მოახერხა ბურთის გატანა და თავისიანებს მოაგებინა – 2:1. გოლის მომენტი: კუთხურის შემდეგ "ჰანზას" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი გელაშვილს მიუვიდა და მანაც ექვსი-შვიდი მეტრიდან, რბილი, მაგრამ ჭკვიანური დარტყმით შეაგდო. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ახალ გუნდში პირველივე თამაშისას გოლი გაგაქვს – თანაც, გადამწყვეტი.