ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ, მე-14 ეტაპს მილანის ჩრდლოეთით, 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ მონცას ავტოდრომი უმასპინძლებს. ამ ტრასაზე მეგზურობას კი, ისევე როგორც ბელგიის სპაზე, “რედ ბულ რეისინგის” გერმანელი პილოტი, სებასტიან ფეტელი გაგვიწევს, ვინც ერთ წრეს, თავისი გუნდის სუპერთანამედროვე სიმულატორით, ჩვენთან ერთად გაივლის.